ლუის ანტონიო ტაგლე

ლუის ანტონიო ტაგლე (დ. 21 ივნისი, 1957) — კათოლიკური ეკლესიის ფილიპინელი პრელატი, რომელიც 2022 წლის 5 ივნისიდან ევანგელიზაციის დიკასტერიის (ყოფილი ხალხთა ევანგელიზაციის კონგრეგაცია) პირველი ევანგელიზაციის სექციის პროპრექტად მუშაობს,[1] ხოლო 2019 წლის 8 დეკემბრიდან — რელიგიური მსახურების ინტერდიკასტერიული კომისიის პრეზიდენტად. 2011 წლიდან 2020 წლამდე მანილის 32-ე მთავარეპისკოპოსი იყო. ტაგლე სან-ფელიჩე-და-კანტალიჩე-ა-ჩენტოჩელეს კარდინალი-ეპისკოპოსია და ასევე კათოლიკური ბიბლიური ფედერაციის პრეზიდენტი, პონტიფიკალური ურბანიანას უნივერსიტეტის დიდი კანცლერი და რომის კურიის სხვადასხვა დეპარტამენტისა და დიკასტერიის წევრი.
ტაგლე, რომელიც ზოგადად უპირატესობას ანიჭებს მეტსახელ „ჩიტოს“ და არა სასულიერო წოდებას,[2] ფილიპინებში მრავალ სოციალურ საკითხში იყო ჩართული, აქცენტით ღარიბების დახმარებაზე, კათოლიკური ეკლესიის აბორტისადმი წინააღმდეგობის დაცვაზე,[3] კონტრაცეფციაზე[4] და იმასთან დაკავშირებით, რასაც ის „პრაქტიკულ ათეიზმს“ უწოდებს.[5] „აზიელ ფრანცისკედ“[2][6] ცნობილს ხშირად კათოლიკური ეკლესიის პროგრესული ფრთის წარმომადგენლად მიიჩნევენ.[7][8][9] ტაგლე აკრიტიკებს კათოლიკურ ეკლესიას ლგბტქ ადამიანების მიმართ „მკაცრი სიტყვების“ გამოყენების გამო, ასევე განქორწინებული და ხელახლა დაქორწინებული კათოლიკეების მიმართ,[10] რომლებსაც, მისი აზრით, წმინდა ზიარების მიღების უფლება უნდა ჰქონდეთ თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად.[11] ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ, ტაგლი პაპის არჩევნებში შესაძლო კანდიდატად განიხილება.[12][13]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Roman Curia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-06-23. ციტირების თარიღი: 2022-06-22
- 1 2 Allen, John L. Jr. (January 15, 2015). „Manila Cardinal Luis Antonio Tagle: The Asian Pope Francis“. Crux. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 24, 2015. ციტირების თარიღი: December 14, 2015.
- ↑ „New Manila archbishop bares pro-life stance“. Manila Times. December 15, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 4, 2012. ციტირების თარიღი: February 18, 2012.
- ↑ „Philippine church and military change guard“. Reuters. December 12, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 6, 2016. ციტირების თარიღი: February 18, 2012.
- ↑ „Cardinal-designate Tagle laments 'practical atheism' among some Pinoys“. GMA News Online. November 3, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 24, 2015. ციტირების თარიღი: December 14, 2015.
- ↑ Tagle a force in Catholicism for a long time (May 16, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 30, 2018. ციტირების თარიღი: August 30, 2018
- ↑ Douthat, Ross (January 2016). „A Crisis of Conservative Catholicism“. First Things. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 8, 2016. ციტირების თარიღი: March 14, 2016.
- ↑ Olivares-Cunanan, Belinda (October 25, 2012). „Vatican's appointment of Cardinal Tagle...“. Political Tidbits. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 19, 2015. ციტირების თარიღი: December 14, 2015.
- ↑ Allen, John L. Jr. (November 17, 2015). „Who's going to replace Francis? Maybe one of these guys“. Crux. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 9, 2015. ციტირების თარიღი: December 14, 2015.
- ↑ Bingham, John (March 9, 2015). „Cardinal: Church's 'severe' stance towards gay or divorced Catholics left people 'branded'“. The Telegraph. ციტირების თარიღი: December 14, 2015.
- ↑ „Cardinal Tagle: There is no 'formula for all' on Communion for the divorced and re-married“. The Catholic Herald. March 17, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 18, 2018. ციტირების თარიღი: April 13, 2016.
- ↑ Maqbool, Aleem; Seales, Rebecca; Kirby, Paul. Who will be the next pope? Key candidates in an unpredictable process (April 23, 2025). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 23, 2025. ციტირების თარიღი: April 23, 2025
- ↑ Riedel, Samantha. (April 22, 2025) Who is Luis Antonio Tagle, the Gay Internet’s Favorite Papal Candidate?.