ლუისა ტერეზა ესპანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუისა ტერეზა ესპანელი
Luisa Teresa de Borbón.jpg
დაბ. თარიღი 11 ივნისი, 1824
მადრიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი 27 დეკემბერი, 1900, (76 წლის)
მადრიდი, ესპანეთი
ეროვნება ესპანელები
წოდება სესას ჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ხოსე მარია ოსორიო დე მოსკოსო ი კარვახალი
მშობლები მამა: ფრანსისკო დე პაულა, კადისის ჰერცოგი
დედა: ლუიზა კარლოტა ნეაპოლელი

ლუისა მარია ესპანელი (ესპ. Luisa Teresa de España; დ. 11 ივნისი, 1824 — გ. 27 დეკემბერი, 1900) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე კარლ IV-ის უმცროსი ვაჟის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულასა და ლუიზა კარლოტა ნეაპოლელის შუათანა ასული. ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის მული და ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ის მამიდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუისა მარია დაიბადა 1824 წლის 11 ივნისს მადრიდში. იგი იყო ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და დედოფალ მარია ლუიზა პარმელის ნაბოლარა ვაჟის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულასა და მისი პირველი ცოლის, ლუიზა კარლოტა ნეაპოლელის შუათანა ასული. დედის მხრიდან მისი ბებია-პაპა ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფრანჩესკო I და მისი მეორე ცოლი, დედოფალი მარია ისაბელ ესპანელი იყვნენ.

ლუისა ტერეზას ცხოვრების პირველმა ნახევარმა მისი ბიძაშვილ-დეიდაშვილის, ისაბელ II-ის მმართველობის ხანაში განვლო. ისაბელსა და ლუისა ტერეზას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. ამის გამო, ლუისა ტერეზამ შესძლო და დედოფლის მხარდაჭერით თავისზე დაბალი რანგის მამაკაცზე დაქორწინდა, რომელიც თავად შეარჩია. 1847 წლის 10 თებერვალს იგი დაქორწინდა ხოსე მარია ოსორიო დე მოსკოსო ი კარვახალზე, რომელის სესას ჰერცოგის წოდებას ატარებდა.

1881 წელს ლუისა ტერეზა დაჯილდოვდა დედოფალ მარია ლუიზას ორდენით. იგი გარდაიცვალა 1900 წლის 27 დეკემბერს მადრიდში, 76 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფრანსისკო (1847-1924), სესას ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. ლუისი (1849-1924), აიამონტეს მარკიზი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  3. მარია კრისტინა (1850-1904), ატრისკოს ჰერცოგინია, გარდაიცვალა გაუთხოვარი.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Damas de la Real Orden de la Reina María Luisa. geneall.net. Consultado el 6 de junio de 2017.
  • Hof- und Staats-Handbuch des Kaiserthumes Österreich. Consultado el 6 de junio de 2017.