ლუიზ მიშელი
იერსახე
ლუიზ მიშელი |
---|
ლუიზ მიშელი (დ. 29 მაისი, 1830, ვრონკური ― გ. 10 იანვარი, 1905, მარსელი) — ფრანგი მწერალი, რევოლუციონერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1871 წელს იყო პარიზის კომუნის აქტიური მონაწილე. კომუნის დაცემის შემდეგ დააპატიმრეს. 1873 წელს გადაასახლეს ახალ კალედონიაში. ქალაქ ნუმეაში გახსნა სკოლა და ადგილობრივი კანაკების ბავშვებს ასწავლიდა წერა-კითხვას. 1880 წელს ამნისტიის შედეგად დაბრუნდა საფრანგეთში. მონაწილეობდა მუშათა მოძრაობაში. იყო [[პეტრე კროპოტკინი[[ს მომხრე. 1890-1895 წლებში ემიგრაციაში იყო ლონდონში. წერდა რომანებს, პიესებს, ნოველებს, პუბლიცისტურ წერილებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 30.
- ლუიზ მიშელი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)