ლუიზ ბოგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუიზ ბოგანი
Louise Marie Bogan.gif
დაბადების თარიღი 11 აგვისტო 1897(1897-08-11)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი მეინი ან Livermore Falls[7]
გარდაცვალების თარიღი 4 თებერვალი 1970(1970-02-04)[1] [2] [3] [4] [5] [6] (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი
საქმიანობა პოეტი[8] , ავტორი, ლიტერატურული კრიტიკოსი, მთარგმნელი[8] , ნოველისტი[8] და მწერალი
ენა ინგლისური ენა[1]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
ალმა-მატერი ბოსტონის უნივერსიტეტი და ბოსტონის უნივერსიტეტი
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[9] , ბოლინგენის პრემია[10] და Academy of American Poets Fellowship[11]

ლუიზ ბოგანი (დ. 11 აგვისტო, 1897 — გ. 4 თებერვალი, 1970) — ამერიკელი პოეტი და კრიტიკოსი. 1945 წელს ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში დაინიშნა მეოთხე პოეტის ლაურეატად და გახდა პირველი ქალი, რომელმაც ეს ტიტული მიიღო. [12] მთელი ცხოვრების განმავლობაში წერდა პოემებს, მხატვრულ ლიტერატურას და კრიტიკას და რეგულარულად განიხილვდა „The New Yorker“-ში გამოქვეყნებულ ლექსებს.

ლიტერატურული ბიოგრაფიის ლექსიკონში, ბრეტ მილერმა მას უწოდა „ერთ-ერთი საუკეთესო ლირიკული პოეტი ამერიკის ისტორიაში. მისი თქმით:

ვიკიციტატა
„იმ ფაქტმა, რომ ქალი იყო და იცავდა ფორმალურ, ლირიკულ პოეზიას ექსპერიმენტულ პერიოდში, მისი ნამუშევრები საკმაოდ ფასეული და დამაჯერებელი გახადა.“

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზ ბოგანი დაიბადა 1897 წლის 11 აგვისტოს, ლივერმორ ფოლსში, მეინში, ქალი ქველმოქმედის დახმარებით, ბოგანი ხუთი წლის განმავლობაში სწავლობდა გოგონათა ლათინურ სკოლაში, სადაც იგი პირველად გაეცნო პოეზიას ჟურნალიდან — „პოეზია: რითმების ჟურნალი“ და დაიწყო ლექსების წერა. [13] საბოლოოდ მისმა განათლებამ საშუალება მისცა ბოსტონის უნივერსიტეტში ჩარიცხულიყო, თუმცა 1916 წელს, პირველი კურსის დამთავრების შემდეგ, მან უნივერსიტეტი დატოვა.

ბოგანი ნიუ–იორკში გადავიდა სამუშაოდ პოეტის კარიერის გასაგრძელებლად, ხოლო მისი ერთადერთი ქალიშვილი, მეიდი ბოგანის მშობლებს დაუტოვა გასაზრდელად. 1920 წელს იგი წავიდა ამერიკიდან და რამდენიმე წელი გაატარა ვენაში, სადაც ლექსებით გამოიკვლია მისი მარტოობა და ახალი პიროვნება. შემდეგ დაბრუნდა ნიუ-იორკში და გამოაქვეყნა პოემების პირველი კრებული წიგნის სახით — „სიკვდილის სხეული: ლექსები“. შემდეგ გამოსცა მეორე წიგნი — „ბნელი ზაფხული: ლექსები“. მალევე დაიქირავა The New Yorker-მა რედაქტორად. სწორედ ამ დროს გაიცნო ბოგანმა ისეთი გავლენიანი მწერლები როგორიც იყვნენ: უილიამ კარლოს უილიამსი, ედმუნდ ვილსონი, მარიან მური, ჯონ რიდი, ლოლა რიჯი და მალკოლმ კოული.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოგანი არის პოემების ექვსი კრებულის ავტორი, მათ შორის „სხეული ამ სიკვდილისა“ (1923), „შეგროვებული ლექსები: 1923–1953“ (1954) და „ცისფერი დელტა: ლექსები, 1923–1968“ (1968). ასევე არის პროზაული წიგნებისა და თარგმანების ავტორიც. ბოგანის ჯილდოებში შედის ორი სტიპენდია გუგგენჰეიმის ფონდიდან, ბოლინგენის ჯილდო იალეს უნივერსიტეტიდან, ფულადი ჯილდოები ამერიკელი პოეტების აკადემიიდან და ხელოვნების ეროვნული ფონდიდან. 1945 წელს დაინიშნა კონგრესის ბიბლიოთეკის კონსულტანტად პოეზიის დარგში. [14]

ლუიზ ბოგანს 1930-იან და 1940-იან წლებში განვითარებაში ხელს უშლიდა არამარტო ის ფაქტი, რომ ქალი იყო, არამედ ისიც, რომ წარმოშობით იყო დაბალი კლასის ირლანდიური ოჯახიდან და სრულყოფილი განათლება ვერ მიიღო. კარიერის საწყის ეტაპზე უარსაც კი ამბობდა ქალი პოეტების შეფასებამდე, რადგან ამბობდა:

ვიკიციტატა
„მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე აღმოვაჩინე, რომ ერთი ქალი პოეტი მეორის შეფასებისას საკმაოდ არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, თუ ეს შეფასება დადებითი არაა.“

ბოგანმა ლექსების პირველი ტომი — „ამ სიკვდილის სხული“, 1923 წელს გამოაქვეყნა. მისი მეორე ტომი, „ბნელი ზაფხული“, გამოჩნდა ექვსი წლის შემდეგ, 1929 წელს. მან თარგმნა აგრეთვე ერნსტ ჯანგერის, გოეთეს და ჟიულ რენარდის ნამუშევრები. მოგვიანებით, ბოგანის ცხოვრებაში, გამოქვეყნდა მისი შეგროვებული ნამუშევრების კრებული, „ცისფერი დელტები: ლექსები 1923-1968“, რომელიც მოიცავდა ისეთ პოემებს, როგორიცაა „ოცნება“ და „ქალები“.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზ ბოგანი გარდაიცვალა 1970 წლის 4 თებერვალს, 72 წლის ასაკში, ნიუ-იორკში.

არაერთი ავტობიოგრაფიული ნაშრომი დაიბეჭდა მისი გარდაცვალების შემდეგ წიგნში „მოგზაურობა ჩემი ოთახის გარშემო“ (1980). ელიზაბეტ ფრანკის ბიოგრაფია ლუიზ ბოგანის შესახებ — „ლუიზ ბოგანი: პორტრეტი“.

ლუიზ ბოგანს გარდაცვალების შემდეგ, 1986 წელს, მიენიჭა პულიცერის პრემია. რუთ ანდერსონმა მის საპატოვსაცემოდ ჩაწერა ლექსი „ჩემი გამოსვლა შემო ცხოვრებიდან“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 FemBio: Банк данных о выдающихся женщинах, Frauerdatenbank
  6. 6.0 6.1 გუგენჰაიმის მუზეუმი — 1937.
  7. http://bollingen.yale.edu/poet/louise-bogan
  8. 8.0 8.1 8.2 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 110.
  9. https://www.gf.org/fellows/all-fellows/louise-bogan/
  10. http://bollingen.yale.edu/
  11. https://web.archive.org/web/20150315043417/https://poets.org/academy-american-poets/prizes/academy-american-poets-fellowship
  12. mphillips. (2016-03-23) From the Archive: Louise Bogan's 1960 Postcard en. ციტირების თარიღი: 2018-12-01
  13. Louise Bogan's Life and Career. ციტირების თარიღი: 2018-11-27
  14. Louise Bogan.