ლუიზ ასლანიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლუიზ ასლანიანი
Louise Aslanian (Las).jpg
დაბადების თარიღი 5 მაისი, 1904
თავრიზი, ირანი
გარდაცვალების თარიღი 30 იანვარი, 1945 (40 წლის)
ნაცისტური გერმანია
ეროვნება სომეხი; ფრანგი
საქმიანობა პოეტი, პოლიტიკური აქტივისტი, მწერალი
მეუღლე(ები) არპიარ ასლანიანი

ლუიზ ასლანიანი (ფსევდონიმი LAS; ფრანგ. Louise Aslanian, Lass, სომხ. Լուիզա Ասլանյան; დ. 5 მაისი, 1904 — გ. 30 იანვარი, 1945) — ფრანგი-სომეხი კომუნისტი და ანტიფაშისტი აქტივისტი, მწერალი, რომანისტი, და პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზ ასლანიანი 6 წლის ასაკში

ლუის სრაპიონოვნა ასლანიანი (გრიგორიანი) დაიბადა 1904 წლის 5 მაისს, თავრიზში (ირანი) სომეხი მშობლების, სრაპიონ გრიგორიანისა და მარიას (შ. შაჰბაზიანი) ოჯახში. ლუიზამ დაამთავრა თავრიზის დაწყებითი სკოლა და შემდეგ სწავლა თბილისის რუსულ გიმნაზიაში განაგრძო. წერდა ლირიკულ ლექსებს და მალევე მოახერხა თავისი ლიტერატურული ნიჭით თავის გამოჩენა. ასევე შეეძლო რუსული და ფრანგული ლიტერატურის თარგმნაც. ასლანიანმა ფორტეპიანოზე დაკვრა ადრეული ასაკიდან დაიწყო. თავრიზში დაბრუნებისთანავე, 1923 წელს დაქორწინდა ადვოკატზე, არპიარ ასლანიანზე.

ცხოვრება საფრანგეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზა და არპიარ ასლანიანები საფრანგეთში

1923 წელს ლუიზა და მისი ქმარი, არპიარ ასლანიანი, საცხოვრებლად გადავიდნენ პარიზში, მათ თან წაიყვანეს მანია და არშალუისი (შესაბამისად ლუიზის დედა და და). პარიზში ასლანიანს სურდა, რომ მუსიკალური განათლება მიეღო და ფორტეპიანოზე დაკვრა გაეგრძელებინა, თუმცა უსახსრობის გამო მას ამ ოცნებაზე უარის თქმა მოუწია. ამის ნაცვლად, მან სორბონის უნივერსიტეტში ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლა დაიწყო. პარიზში მან აქტიური მონაწილეობა მიიღო სომეხი-ფრანგი მწერალთა საზოგადოების მუშაობაში, მუშაობდა გაზეთებში, შეიძინა ნაცნობები ლიტერატურულ წრეებში, ხოლო მისი სამწერლო ფსევდონიმი LAS იყო.

ოციანი წლების შუა ხანებში მან გამოაქვეყნა რამდენიმე მოთხრობა ფრანგულ-სომხურ პრესაში, მათ შორისაა: „მონეტების კოლექცია“, „რკინის ღვინის გამყიდველი“, „ჭაობი“ და სხვა. 1928 წელს მან გამოაქვეყნა მოთხრობების კრებული "ხანი".

1935 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობების კრებული Gtsits durs ("ხაზის მიღმა"), აღნიშნული მოთხრობების კრებული ორ ტომად გამოქვეყნდა.

1936 წელს ასლანიანი შეუერთდა საფრანგეთის კომუნისტურ პარტიას და დაიწყო თანამშრომლობა სომხურ გაზეთ მანუჩიან ზანგუსთან. იგი ასევე მუშაობდა გაზეთში „ახალი ცხოვრება“. იმავე წელს მან გამოაქვეყნა თავისი რომანი „ეჭვის გზა“, რომელიც ასევე ორ ტომად გამოქვეყნდა. აღნიშნული ნაწარმოები, ასლანიანის გარდაცვალების შემდეგ, 1959 წელს ერევანში გამოქვეყნდა.

1937 წელს ლუიზა გახდა პარიზის სომეხი ქალების კავშირის თავმჯდომარე. ასლანიანი იყო საფრანგეთის სომეხი მწერალთა კავშირის წევრი.

ლუიზ ასლანიანი ხიდზე, საფრანგეთში. მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო დაპატიმრებამდე (1944 წლის 24 ივლისი)

მას შემდეგ რაც ნაცისტებმა დაიკავეს საფრანგეთი, 1940 წელს, ასლანელები შეუერთდნენ ანტი-ფაშისტურ ორგანიზაციას, სახელწოდებით „La Résistance“-ს. ლუიზა იყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის რეკრუტერი, რომელიც ჩამოყალიბდა 1941 წლის ბოლოს. ასლანელები ასევე მუშაობდნენ მიწისქვეშა გამომცემლობაში და აქტიურად იყვნენ დაკავებულნი ორგანიზაციის მებრძოლების იარაღით მომარაგებით. მან გახსნა ორგანიზაციის ქალთა განყოფილება. ასლანიანს კავშირი ჰქონდა ორგანიზაციის სხვა წევრებთანაც, მათ შორის მისაკ მანუჩიანთან, მელინე მანუჩიანთან, არპენ ტავიტიანთან, აიკ დპირიანთან, შაგ ტატურიანთან და სხვებთან. ამ პერიოდში ასლანელებმა ასწავლეს მათემატიკა და ჭადრაკი ახალგაზრდა შარლ აზნავურს.

დაკავება, საკონცენტრაციო ბანაკი, სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1944 წლის 26 ივლისს, საფრანგეთში, ორივე ასლანიელი ნაცისტებმა დააპატიმრეს. ისინი ოჯახის წევრების და მეზობლების თვალწინ დააკავეს, თავიანთ სახლში. წყვილი მოათავსეს ფრესნის ციხეში.

ნაცისტებმა ლუიზას დღურები და ჩანაწერები გაანადგურეს, კერძოდ, „Histoire de la Resistance“ და „La Chute de Paris“.

1944 წლის 15 აგვისტოს, ტულუზადან ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. არპიარი შემდეგ გადაიყვანეს ბანაკში სახელწოდებით, დორა-მიტელბაუ, ხოლო ლუიზა წაიყვანეს რავენსბრუკში . ბანაკში მისი ნომერი იყო - 57440. 1944 წლის 4 სექტემბერს ლუიზა სამუშაოდ გადაიყვანეს ქარხნის ბუხენვალდის ბანაკში, HASAG, რომელიც ლაიფციგის სიახლოვეს მდებარეობდა. აქ იგი დარეგისტრირდა 4460 ნომრით. ამ ბანაკში ლუიზასთან ერთად ლაიზ ლონდონიც იმყოფებოდა.

საკონცენტრაციო ბანაკებში ყოფნისას ასლანიანმა დაწერა ლექსი „გორცარანუმი“ (მცენარე) და დაუმთავრებელი ლექსი „მალა“ (მისთვის ძვირფასი ადამიანების 4 სახელის აბრევიატურა: M - დედამისი, მანია; A - და არშალუისი; L - ლუიზა; A - ქმარი, არპიარი ). [1] ლექსი შემონახულია მისი მეგობრების: ნიკოლ რიცის და ლიზ ლონდონის წყალობით.

1945 წლის 27 იანვარს ლუიზი წაიყვანეს რავენსბრუკში, სადაც იგი გარდაიცვალა 3 დღის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში. 1945 წლის 15 თებერვალს მისი ქმარი არპიარი მოკლეს ბანაკში, დორა-მიტელბაუ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Manouchian M. "Manouchian: A Prisoner Of Freedom", Publishing house "Aras", Istanbul, 2010, pp. 114-115. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი 2021.