შინაარსზე გადასვლა

ლუიზა ადელაიდა დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუიზა ადელაიდა დე ბურბონი
ფრანგ. Louise Adélaïde de Bourbon
დაბადების თარიღი 5 ოქტომბერი, 1757(1757-10-05)[1]
დაბადების ადგილი Château de Chantilly
გარდაცვალების თარიღი 10 მარტი, 1824(1824-03-10)[1] (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი
მოქალაქეობა საფრანგეთი
მამა ლუი ჟოზეფი (კონდეს პრინცი)
დედა შარლოტ დე როანი

ლუიზა ადელაიდა დე ბურბონი (ფრანგ. Louise Adélaïde de Bourbon), დ. 5 ოქტომბერი, 1757, შანტილის ციხე — გ. 10 მარტი, 1824, პარიზი) — ფრანგი მონაზონი.[2] რემირემონტის სააბატოს უკანასკნელი აბატი. ბურბონების რესტავრაციის გარიჟრაჟზე მან დააარსა რელიგიური საზოგადოება, რომელიც ცნობილი გახდა ფრანგ კათოლიკეებში სახელწოდებით „Bénédictines de la rue Monsieur“.

ლუიზა ადელაიდა დე ბურბონი დაიბადა შანტილიის ციხე-სიმაგრეში[2] 1757 წელს. იგი იყო კონდეს პრინცის, ლუი-ჟოზეფ დე ბურბონის (1736–1818) და მისი მეუღლის შარლოტა დე როჰანის (1737–1760), ჩარლზ დე როჰანის ქალიშვილის, მესამე და უკანასკნელი შვილი. როგორც ბურბონიის მმართველის სისხლით ნათესავი, მას უფლებას აძლევდა, რომ მისთვის მიემართათ — თქვენო უდიდებულესობავ. მან განათლება არისტოკრატების ქალიშვილებისთვის განკუთვნილ პენტემონტის სააბატოში, პარიზის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში მიიღო.[3] სასახლეში მას იცნობდნენ, როგორც მადმუაზელ კონდეს, ხოლო ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობთ მას პრინცესა კონდეს ეძახდნენ. დიდი ლუი II (კონდეს პრინცი) შთამომავალი, ლუიზა ადელაიდა იყო ლუი ფილიპ II-ს დეიდა.

ლუიზა ადელაიდა უნდა დაქორწინებულიყო მის შორეულ ნათესავ შარლ ფილიპზე, მაგრამ ქორწინება არ შედგა. მოგვიანებით შარლი დაქორწინდა სავოიის პრინცესა მარი-ტერეზაზე და გახდა საფრანგეთის მეფე შარლს X ბურბონების რესტავრაციის დროს.

მისი დედა გარდაიცვალა სასტუმრო Condé-ში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.[4] იმ დროს ლუიზა ადელაიდა მხოლოდ სამი წლის იყო. ამის შედეგად ლუიზა ადელაიდა მის დიდ დეიდა ჰენრიეტა ლუიზა დე ბურბონის (1703–1772) მზრუნველობის ქვეშ აღმოჩნდა. ჰენრიეტა იყო ბომონ-ლე-ტურის ბენედიქტების მონასტრის წინამძღვარი.[5] მონაზვნური განათლების გამო ლუიზა ადელაიდამ თითქმის მთელი ახალგაზრდობა რელიგიურ გარემოში გაატარა. მისი განათლება დასრულდა პარიზის პენტემონის სააბატოში.[3] 1780 წელს მადმუაზელ დე კონდემ მონასტრის დატოვების ნებართვა ითხოვა. სწორედ ამ პერიოდში მან ააშენა სასტუმრო ბურბონ-კონდე, როგორც პირადი საცხოვრებელი, ხოლო მამამისი კვლავ იყენებდა ბებიის, ლუიზა ფრანსუაზა დე ბურბონის მიერ, აშენებულ სასახლეს პარიზში მთავარ რეზიდენციად.

ლუიზას მისი მდგომარეობა არ აძლევდა დაქორწინების საშუალებას. 1786 წელს იგი დაინიშნა რემირმონის სააბატოში წინამძღოლად. თუმცა მონასტერს მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე მხოლოდ სამჯერ ესტუმრა.[6]

1789 წელს იგი ბელგიაში გაიქცა, რათა თავი დაეღწია მძვინვარე საფრანგეთის რევოლუციისთვის. 1802 წელს მან პოლონეთში სამონასტრო აღთქმა დადო და 1816 წელს პარიზში დაბრუნების შემდეგ დააარსა რელიგიური საზოგადოება.

ლუიზა ადელაიდას მამა გარდაიცვალა 1818 წელს. თავად კი 1824 წელს, მშვიდად გარდაიცვალა პარიზში, მამის გადაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგ.

ლუიზა ადელაიდას გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდეგ, მისი ყოფილი საქმრო, გრაფი დ’ არტუა, საფრანგეთის მეფე შარლზ X გახდა. იგი დაკრძალეს Abbaye Saint-Louis de Limon-ში, Vauhallan-ში.

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 van de Pas, Leo. Louise Adélaïde de Bourbon. Genealogics .org. ციტირების თარიღი: 2010-03-16.
  3. 3.0 3.1 Louis Chaigne, Les Bénédictines de la rue Monsieur, F.-X. Le Roux editions, Strasbourg-Paris, 1950, p. 13 sqq
  4. d'Albert de Luynes, Marie Charles Louis, Chronique de le régence et du regne de Louis XV p.238, Genealogics .org.
  5. Patrimoine-de-france.org დაარქივებული 2009-12-28 საიტზე Wayback Machine. Retrieved 19 June 2009
  6. Women in power 1770-1800. ციტირების თარიღი: 2019-04-07