ლუზიტანია (ლაინერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუზიტანია

ლუზიტანია — მდიდრული საოკეანო ლაინერი, რომელსაც კანარის საზღვაო კომპანია მართავდა. ქლაიდებანკში, შოტლანდიაში, აწყობილი გემი 1906 წელს გაუშვეს ნიუ-იორკისკენ. 1907 წელს მან პრესტიჟული „ბლუ-რიბანდის“ ჯილდო მოიპოვა, როგორც უსწრაფესმა საოკეანო ლაინერმა. 1915 წლის მაისში „ლუზიტანია“ ირლანდიის სამხრეთ ნაპირებთან შემთხვვევით გერმანულ გემს გადააწყდა. სუბმარინამ მხოლოდ ერთი ტორპედო სტყორცნა, რამაც გემს კონტროლი დააკარგვინა და აფეთქება გამოიწვია. „ლუზიტანია“ გადაიხარა და წყლით აივსო.

„ლუზიტანიაზე“ 32 სამაშველო კარჭაპი იყო, მაგრამ ზღვამდე მხოლოდ ექვსმა მიაღწია. ბევრი კარჭაპი ვერც გამოიყენეს ხომალდის დაფერდების გამო. ზოგიც გემზე მისაბმელმა სამაგრებმა დააზიანა, ნაწილი კი გადაბრუნდა და ჩაიძირა.

„ლუზიტანია“ ტორპედოს მოხვედრიდან 18 წუთში ჩაიძირა. ბორტზე მყოფი 1959 ადამიანიდან 1198 დაიღუპა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]