ლუდსახარში ბიტბურგერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუდი „ბიტბურგერი“

ლუდსახარში ბიტბურგერი (გერმ.: Bitburger Brauerei) ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გერმანული ლუდსახარშია, რომელიც წლიურად დაახ. 4,2 მილიონ ჰექტოლიტრ ლუდს ხარშავს (2004).

გარდა ტრადიციული საფირმო ნიშნისა „ბიტბურგერ პრემიუმ პილსი“ (გერმ.:Bitburger Premium Pils) ლუდსახარში უშვებს აგრეთვე შემდეგი დასახელების ნაწარმს: „ბიტბურგერი მსუბუქი“ (Bitburger Light) და „ ბიტბურგერი უალკოჰოლო“ (Bitburger alkoholfrei). 2005 წლის მაისიდან „ბიტბურგერმა“ გამოუშვა ახალი ნაწარმი, ღია ფერის ლუდი „ბიტ სანი“ (Bit Sun).

კასრის ლუდის წარმოების მხრივ „ბიტბურგერი“ წლიური 1,2 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდით გერმანულ ბაზარზე ლიდერია. დღეისათვის ფირმა 56 ქვეყნის 47.000-ზე მეტ გასტონომიულ საწარმოში ყიდის თავის ლუდს.

ლუდსახარში დაარსებულ იქნა 1817 წელს იოჰან პეტერ ვალენბორნის მიერ ქალაქ ბიტბურგში. ფირმა „შპს ბიტბურგერ ჰოლდინგის“ (Bitburger Holding GmbH) შემადგენლობაშია (გერმანელი მილიარდერების, ზიმონების ოჯახის საკუთრება), რომელსაც აგრეთვე ეკუთვნის შემდეგი ფირმები: „ლუდსახარში კიონიგი“, „ლუდსახარში კიოსტრიცერი“, „ლუდსახარში ლიხერი“, „ლუსახარში ვერნესგრიუნერი“ და მინერალური წყლის კომპანია „გეროლშტაინერი“. გარდა ამისა კონსორციუმი ფლობს საზღვარგარეთული სასმელების კომპანიების აქციებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]