ლუდოვიკო კამბიაჯო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლუდოვიკო (ლუდვიგ) ვალენტინეს ძე კამბიაჯო (კამბიაჯიო) (რუს. Людвиг Валентинович Камбиаджио) — რუსეთის იმპერიაში მოღვაწე იტალიელი არქიტექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1838 წელს ოდესის სამშენებლო კომიტეტში მუშაობა დაიწყო ლ. კამბიაჯომ. კამბიაჯო სპეციალიზირდებოდა საცხოვრებელი სახლების პროექტირებაში. მან კლასიცისტურ სტილში შეასრულა ქალაქ ოდესაში მდებარე კარპოვისა (1843) და სიგელის სახლები (1845) (ორივე განადგურებულია), ასევე მავროს (1841), დიმოვისა (1841) და სხვა სახლები[1].

1845 წელს, როცა ნოვოსიბირსკისა და ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორი მიხეილ ვორონცოვი დაინიშნა მეფისნაცვლად კავკასიაში, ქალაქ ოდესიდან ტფილისში მას ჩამოყვნენ მხატვრები, მწერლები, ჩინოვნიკები, არქიტექტორები... მათ შორის იყო იტალიელი არქიტექტორი ლუდოვიკო კამბიაჯო. ოდესაში მას არაერთი შენობა ჰქონდა აშენებული.

1849 წელს ლ. კამბიაჯომ მიიღო შემახის გუმბერნატორის არქიტექტორის თანამდებობა. იმავე წელს შემახაში არქიტექტორ ლ. კამბიაჯოს ნახაზებითა და გეგმების მიხედვით აშენდა პირველი მართლმადიდებლური ტაძარი[2]. სადაც 1855 წელს მიიღო წმ. ანას მეორე ხარისხის ორდენი[3]. 1857 წლის 13 სექტემბერს დაინიშნა მრჩევლად (коллежский советник)[4]. 1858 წლის 30 დეკემბერს დააწინაურეს[5]. შემდეგ კი დასახლდა ტფილისში, სადაც მან განაგრძო თავისი არქიტექტორული საქმიანობა 1870-იან წლებამდე. თბილისის პირველი საჯარო ბიბლიოთეკის მშენებლობა დაევალა სახელმწიფო მრჩეველს, არქიტექტორ ლ. კამბიაჯოს[6].

არქიტექტორისა და სახელმწიფო მრჩევლის ლ. კამბიაჯოს გვარ-სახელი ფიგურირებს 1865 წლის 31 მაისის აქტზე, რომლის მიხედვითაც სპეციალურმა საგანგებო კომისიამ, სამხედრო უწყებიდან — სამოქალაქო უწყებაში გადაიყვანა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია[7].

1869 წლის 22 ნოემბერს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს სამშენებლო-საგზაო კომიტეტის წევრი ლ. კამბიაჯო მივლინებული იყო ქ. ხარკოვში[8]. 1870 წლის 2 დეკემბერს დაჯილდოვებულ იქნა წმ. ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენით[9].

1874 წელს ლ. კამბიაჯო მონაწილეობდა მადათოვის კუნძულის ჯებირების გამაგრებითი სამუშაოების გეგმარებაში[10].

1875 წლის 7 თებერვალს ლ. კამბიაჯო დანიშნულ იქნა საზოგადოებრივი ნაგებობების მთავარი ინსპექტორის დამხმარედ და სატრანზიტო გზის მშენებლობის ზედამხედველად[11], ხოლო იმავე წლის 25 დეკემბერს აყვანილ იქნა ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველის რანგში[12].

1881 წელს მივლინებით იმყოფებოდა რუსეთში[13].

ლ. კამბიაჯოს სახელი და გვარი გაზეთ „კავკაზის“ ფურცლებზე, ქველმოქმედთა სიებში გვხვდება 1859-1882 წლებში.

1884 წლის 5 ოქტომბერს გადაყვანილ იქნა კავკასიის მეფისნაცვლის სპეციალურ დავალებათა მეხუთე კლასის ჩინოვნიკად[14].

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლ. კამბიაჯოს თბილისში ყოფნისას შეეძინა, შემდგომში თბილისის პროფესიონალ ფოტოგრაფად ცნობილი — დიმიტრი ერმაკოვი[15].

გაზეთ „კავკაზის“ ფურცლებზე ასევე გვხდება მისი ორი ვაჟი ალექსანდრე და ალექსი კამბიაჯოებიც[16].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მანია მ., თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია : ისტორია და არქიტექტურა, თბილისი, 2010. — გვ. 41-42, ISBN 978-9941-0-2174-9.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]