ლუდვიგ ჰოლშტეინ-ჰოლშტეინბორგი
| ლუდვიგ ჰოლშტეინ-ჰოლშტეინბორგი | |
|---|---|
| დან. Ludvig Holstein-Holsteinborg | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 18 ივლისი, 1815[1] |
| დაბადების ადგილი | Holsteinborg[2] |
| გარდაცვალების თარიღი | 28 აპრილი, 1892[1] (76 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | კოპენჰაგენი[2] |
| მოქალაქეობა | დანიის სამეფო |
| განათლება | ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და კოპენჰაგენის უნივერსიტეტი[2] |
| მამა | Frederik Adolph Holstein[3] |
| დედა | Vilhelmine Holstein[3] |
| შვილ(ებ)ი | Harald Holstein, Gräfin Bodild Mimi von Holstein[3] და Komtesse Fritze Wilhelmine von Holstein[3] |
| ჯილდოები | Knight of the Order of the Dannebrog[2] , Decoration of the Cross of Honour of the Dannebrog[2] , commander of the Order of the Dannebrog[2] , დანებროგის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი[2] , Medal of Merit in Gold[2] და სპილოს ორდენის რაინდი[2] |
ლუდვიგ ჰოლშტეინ-ჰოლშტეინბორგი (დ. 18 ივლისი, 1815 – გ. 28 აპრილი, 1892) — დანიელი პოლიტიკოსი, მამულთმფლობელი და დიდგვაროვანი. იგი 1870 წლის 28 მაისიდან 1874 წლის 14 ივლისამდე დანიის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰოლშტაინი დაიბადა ჰოლშტაინბორგის მამულში, სლაგელსეში, დანიაში. იგი იყო ჰოლშტაინბორგის გრაფის, ფრიდრიხ ადოლფ ჰოლშტაინისა და ვილჰელმინ იულიანე რევენტლოვის ვაჟი. იგი ულრიკ ადოლფ ჰოლშტაინის (1664–1737) შთამომავალი და ჰოლშტაინბორგის მე-7 გრაფი იყო.[4]
1836 წელს იგი ბერლინის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა კოპენჰაგენის უნივერსიტეტი დაამთავრა.
პრემიერობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ თავად ცენტრისტული პარტიის წევრი იყო, ჰოლშტაინი სათავეში ჩაუდგა კოალიციას ეროვნულ მამულთმფლობელებსა და ნაციონალ-ლიბერალებს შორის. მთავრობაში დომინირებდა სამი ნაციონალ-ლიბერალი მინისტრი: არლ კრისტიან ჰალი, ანდრეას ფრედერიკ კრიგერი და კარლ ემილ ფენგერი.[5]
პრემიერ-მინისტრის რანგში ჰოლშტაინი იშვიათად გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებებს; მისი როლი იმდენად პასიური იყო, რომ რედაქტორმა ვილჰელმ თოპსოემ იგი სატირულად მოიხსენია, როგორც „კრანასეკაკეს მორთულობა“.[6]
1870 წელს მან მიიღო დანებროგის ორდენის დიდი ჯვარი და გახდა სპილოს ორდენის რაინდი. 1862 წელს იგი გახდა დანებროგსმანდი, ხოლო 1872 წელს მიიღო დამსახურების ოქროს მედალი.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1850 წლის 21 მარტს ჰოლშტაინმა ცოლად შეირთო ბოდილდ იოახიმინ „მიმი“ ცარტმანი (1830–1876), სამხედრო-საზღვაო ფლოტის მინისტრის, ადმირალ კ. კ. ცარტმანის ქალიშვილი. მათ ხუთი შვილი შეეძინათ.[7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Dansk Biografisk Lexikon
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 Dansk Biografisk Leksikon, 3. udgave — 3 — 1984.
- 1 2 3 4 Pas L. v. Genealogics — 2003.
- ↑ Holstein, Ulrik Adolf Greve, 1664-1737. ციტირების თარიღი: 1 November 2019
- ↑ C.E. Fenger. Thorvaldsens Museum. ციტირების თარიღი: 1 November 2019
- ↑ Holstein, Ludvig Henrik Carl Herman. ციტირების თარიღი: 1 November 2019
- ↑ Hiort-Lorenzen, Hans Rudolf; Thiset, Anders (1897) Danmarks adels aarbog (da). Danmarks Adels Aarbog, გვ. 232.