ლუდვიგ ლონგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლუდვიგ ლონგო, ლუდვიგ გაეტანის ძე ლონგო, ლუიჯი ლონგო (იტალ. Luigi Longo; დ. 1831 – გ. 1914) — იტალიელი მხატვარი-ფერმწერი. დაახლ. 1890–1914 წლებში მოღვაწეობდა თბილისში.

ლონგოს შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მწირია. 1890 წლიდან ჩანს თბილისში. აქტიურად იყო ჩართული იმ დროის სამხატვრო საზოგადოებების ღონისძიებებში, ასწავლიდა ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიური საზოგადოების სკოლაში. მისი მოსწავლეები იყვნენ ლადო გუდიაშვილი და ალექსანდრე ციმაკურიძე. ჰქონდა ასევე კერძო სამხატვრო სტუდია. 1890-იან წლებში მოხატა ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო საკათედრო ტაძარი თბილისში (პეტრე კოლჩინთან ერთად), შემდეგ კი — სამების ეკლესია. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, კერძო კოლექციაში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში. შემორჩენილია სამების ეკლესიის მოხატულობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოსეფაშვილი, ლალი. იტალიელი მხატვარი ლუდვიგ ლონგო თბილისში (1831–1914). XX საუკუნის ხელოვნება, წიგნი IV. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილის, 2013; გვ. 394–400. ISBN 978-9941-9375-1-4.