ლუდვიგ ახიმ ფონ არნიმი
Jump to navigation
Jump to search
ლუდვიგ ახიმ ფონ არნიმი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 26 იანვარი 1781[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [7] [10] |
დაბ. ადგილი | Q1553547? |
გარდ. თარიღი | 21 იანვარი 1831[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [7] [10] (49 წლის) |
გარდ. ადგილი | ვიპერსდორფი |
დასაფლავებულია | ვიპერსდორფი |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი, რომანისტი, დრამატურგი, პოეტი ადვოკატი და ჟურნალისტი |
ენა | გერმანული ენა[1] |
ეროვნება | გერმანელები |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | გეტინგენის უნივერსიტეტი და ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი |
მეუღლე | ბეტინა ფონ არნიმი |
შვილ(ებ)ი | გიზელა ფონ არნიმი და მაქსიმილიან ფონ ორიოლა |
ხელმოწერა |
![]() |
ლუდვიგ ახიმ ფონ არნიმი (გერმ. Carl Joachim Friedrich Ludwig Achim von Arnim) (დ. 26 იანვარი, 1781, ბერლინი — გ. 21 იანვარი, 1831, ვიპერსდორფი) — გერმანელი მწერალი, რომანტიკოსთა ჰაიდელბერგის წრის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
კ. ბრენტანოსთან ერთად არნიმმა შეკრიბა, დაამუშავა და გამოსცა გერმანულ ხალხურ სიმღერათა სამტომეული "ყმაწვილის ჯადოსნური საყვირი"(1806-1808). მასვე ეკუთვნის რომანი "გრაფის ქალ დოლორესის სიღარიბე, სიმდიდრე, დანაშაული და მონანიება" (ტ. 1-2, 1810), დაუმთავრებელი ისტორიული რომანი "გვირგვინის მცველნი"(ტ. 1-2, 1817-54), ნოველები "იზაბელა ეგვიპტელი"(1812), "შმაგი ინვალიდი რატონოს ფორტზე" (1818). არნიმის თხზულებებში განდიდებულია ფეოდალური წარსული; ზოგ მათგანში რეალისტური ასახვის ტენდენციაც შეიმჩნევა. არნიმი პიესებსაც წერდა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 582, თბ., 1975 წელი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 IMSLP — 2006.
- ↑ 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 5.0 5.1 Discogs — 2000.
- ↑ 6.0 6.1 Babelio
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 NooSFere — 1999.
- ↑ 8.0 8.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 9.0 9.1 https://frankfurter-personenlexikon.de/node/9251 — 2014.
- ↑ 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ LIBRIS — 2012.