ლუდვიგის არხი
იერსახე
ლუდვიგის არხი (გერმ. Ludwig-Donau-Main-Kanal) — სანაოსნო არხი გერმანიის სამხრეთ ნაწილში, ბავარიის მხარეში. აკავშირებს მდინარეებს მაინსა და ალტმიულს (დუნაის შენაკადი). არხი გაიყვანეს 1836-1845 წლებში. სიგრძე 172 კილომეტრი. მცირე გამტარუნარიანია. არხზე გაშენებულია ქალაქები ნიურნბერგი, ფიურთი, ერლანგენი, ბამბერგი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 303.