ლუბა (ეკვატორული გვინეა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ლუბა
ესპ. Luba

ქალაქის ხედი (2013 წელი)
ქვეყანა ეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა
პროვინცია სამხრეთ ბიოკო
კოორდინატები 3°27′00″ ჩ. გ. 8°33′00″ ა. გ. / 3.45000° ჩ. გ. 8.55000° ა. გ. / 3.45000; 8.55000
ცენტრის სიმაღლე 181
მოსახლეობა 7739 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1
ლუბა (ეკვატორული გვინეა) — ეკვატორული გვინეა
ლუბა (ეკვატორული გვინეა)

ლუბა ანუ სან-კარლოს-დე-ლუბა (ესპ. Luba) — ქალაქი ეკვატორულ გვინეაში, სამხრეთ ბიოკოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუბის ყურე 1471 წელს აღმოაჩინა პორტუგალიელმა ზღვაოსანმა ფერნანდო პომ. 1778 წლის 24 ოქტომბერს დონ ფერნანდო ფელიპე დე ლოს სანტოს ტორომ, რომელიც მეთაურობდა ექსპედიციას გემებით "სანტა კატალინა", "სოლედადი" და "სანტიაგო" გადასხდა ბოლოკოს ყურეში, რათა საკუთარი მეფის კარლ III-ის სახელით დაეკავებინა კუნძული ბიოკო და გვინეის ყურის ყველა სხვა კუნძული და ეს ტერიტორიები სან-ილდეფონსოს და ელ-პარდოს შეთანხმებების თანახმად შეეყვანა ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში, რის შემდეგაც პორტუგალიის სამეფო ამ მიწებს გადასცემდა ესპანეთის სამეფოს. აქ მან დააარსა პატარა დასახლება და მეფის პატივსაცემად დაარქვა სან-კარლოსი.

ფრანსისკო მასიას ნგემას დიქტატურის დროს ქალაქს სახელი გადაერქვა და ეწოდა სან-კარლოს-დე-ლუბა, ბელად ლუბას პატივსაცემად, რომელიც 1910 წელს მეთაურობდა აჯანყებას ესპანელების წინააღმდეგ.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მოსახლეობა წლების მიხედვით[1]:

1983 2001 2010
2450 9011 7889

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მისვლა შესაძლებელია ან ზღვით, ან მთავარი გზით, რომელიც ლუბას აკავშირებს ქვეყნის დედაქალაქ მალაბოსთან. ცოტა ხნის წინ ქალაქის მახლობლად გაიხსნა თავისუფალი პორტი, რომლითაც შესაძლებელი გახდა იქ უფრო დიდი გემების შესვლა, კერძოდ ნავთობის მრეწველობის უზრუნველყოფის გემების.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Luba. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-13.