შინაარსზე გადასვლა

ლუაიოტეს პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალი კალედონია
ლუაიოტეს პროვინცია
ფრანგ. Province des îles Loyauté
დროშა გერბი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
შიდა დაყოფა ლიფუ, მარე (კუნძული) და უვეა (ახალი კალედონია)
კოორდინატები 21°04′00″ ს. გ. 167°21′00″ ა. გ. / 21.06666694° ს. გ. 167.35000000° ა. გ. / -21.06666694; 167.35000000
ფართობი 1980,9 კმ²
მოსახლეობა 18 353 კაცი (2019)
სიმჭიდროვე 9,3 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა კანაკები - 94,63 %
სასაათო სარტყელი UTC+11:00
ოფიციალური საიტი https://www.province-iles.nc/

ლუაიოტეს პროვინცია (ფრანგ. Province des îles Loyauté) — საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალი კალედონიის სამიდან ერთი ადმინისტრაციული პროვინცია. ის მოიცავს ლუაიოტეს კუნძულების არქიპელაგს (lang-fr|Îles Loyauté) წყნარ ოკეანეში, რომელიც მდებარეობს ახალი კალედონიის მთავარ კუნძულ გრანდ-ტერიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.

პროვინციის მთავრობის რეზიდენცია მდებარეობს კუნძულ ლიფუზე არსებულ დასახლებულ პუნქტ ვეზე. პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა 2019 წლის აღწერის მიხედვით შეადგენდა 18 353 ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ 1981 კმ² მიწის ფართობზე. პროვინციის მკვიდრ მოსახლეობას შეადგენენ მელანეზიელები, რომლებიც საუბრობენ კანაკელი ხალხის სხვადასხვა ენებზე, ასევე დასავლეთ უვეას ენაზე მოლაპარაკე პოლინეზიელები.

პირველი დაფიქსირებული კონტაქტი დასავლურ ცივილიზაციასთან მიეწერება ვეშაპმჭერი გემი "ბრიტანიას" ბრიტანელ კაპიტანს უილიამ რავენს, რომელიც 1793 წელს მიემართებოდა კუნძულ ნორფოლკიდან ბატავიისკენ (ამჟამად ჯაკარტა). მაგრამ საკმაოდ საფუძვლიანია, რომ მისი აღმოჩენა და სახელის დარქმევა მოფიქრებული იქნა ლონდონის გემ "ლოიალტის" ოფიციალური პირების მიერ, რომელიც ასრულებდა სავაჭრო რეისს წყნარ ოკეანეში 1789 წლიდან 1790 წლამდე.

საფრანგეთის მთავრობამ 1869 წელს ლუაიოტეს კუნძულები და ახალი კალედონია დაატოვებინა ლონდონის სამისიონერო საზოგადოებას, მის ხელმძღვანელ მისიონერ სამუელ მაკფარლეინთან ერთად[1][2]. ამის შემდეგ მისიონერები გაემგზავრნენ ტორესის სრუტის კუნძულებისაკენ გემით "სურპრიზი" და ეს 1871 წლის 31 ივლისიდან დღემდე აღინიშნება, როგორც "ნათლის მოვლენა".[3][4][5][6]

არქიპელაგი შედგება 6 დასახლებული კუნძულისაგან — ლიფუ, მარე, ტიგა, უვეა, მული, ფაიავა და ასევე რამდენიმე გაცილებით პატარა დაუსახლებელი კუნძულებისგან. მათი საერთო ხმელეთის ფართობი შეადგენს 1981 კმ²-ს. ყველაზე მაღალი წერტილია ზღვის დონიდან 138 მ კუნძულ მარეზე. კუნძულები ახალი კალედონიის ტროპიკული ტყეების ეკორეგიონის ნაწილია. ლუაიოტეს კუნძულების მთავარი საექსპორტო საქონელია კოპრა.

ლუაიოტეს პროვინციაში ძირითადად ცხოვრობს შერეული მელანეზიური და პოლინეზიური წარმოშობის მოსახლეობა, ევროპელთა მცირე რაოდენობასთან ერთად. 2009 წლის აღწერის მიხედვით პროვინციაში ცხოვრობდა 17 436 ადამიანი, რაც 7,9 % ნაკლებია ვიდრე წინა 2004 წლის აღწერის მიხედვით დაფიქსირებული 22 080 ადამიანი. 2014 წელს მოსახლეობა გაიზარდა 4,9 %-ით და შეადგინა 18 297 ადამიანი, ხოლო 2019 წელს მოსახლეობის რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატა 0,1 %-ით და დაფიქსირდა 18 353 ადამიანი.[7][8]

ლუაიოტეს პროვინციის რამდენიმე ათასი მაცხოვრებელი ცხოვრობს ახალ კალედონიაში, განსაკუთრებით დედაქალაქ ნუმეაში და ქვეყნის მთავარი კუნძულის სამთომომპოვებელ რაიონებში.

დემოგრაფიული ცხრილი[9]
წლები195619631969197619831989
მოსახლეობა10 87811 40912 24814 51815 51017 912
წლები199620042009201420192024
მოსახლეობა20 87722 08017 43618 29718 353-

ადმინისტრაციული მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუაიოტეს პროვინცია დაყოფილია 3 კომუნად:

კომუნა
(ქართ.)
კომუნა
(ფრანგ.)
ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2019)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
     ლუაიოტეს პროვინცია
31უვეაOuvéa132,1340125,7
32ლიფუLifou1207,191957,6
33მარეMaré641,757579,0
სულ1980,918 3539,3

პროვინციული კონგრესი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 12 მაისს ჩატარებული არჩევნების შემდეგ პროვინციალურ კონგრესში არსებულ 14 ადგილიდან 6 უკავია დამოუკიდებლობის მომხრე კოალიციას, რომელშიც შედის კალედონიური კავშირი და კანაკთა ეროვნული განთავისუფლების სოციალისტური ფრონტი, 4 ადგილი უკავია დამოუკიდებლობის მომხრე დამოუკიდებლობის ეროვნულ კავშირს, ხოლო ორ-ორი ადგილი უკავიათ ასევე დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებს – შრომის პარტია და კანაკელთა სოციალისტური განთავისუფლება

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Dunbabin, Thomas: William Raven, RN, and his 'Britannia', 1792–95; in: The Mariner's mirror, Vol. 46, No. 4 (Nov.); London [u.a.] 1960 (S. 297–303)
  • Dunmore, John: Who's who in Pacific navigation; Carlton, Vic. 1992
  • Henze, Dietmar: Enzyklopädie der Entdecker und Erforscher der Erde, Bd. 4; Graz 2000
  • Jones, A. G. E.: Ships employed in the South Seas trade Vol. 1: 1775 - 1861; Canberra 1986 & Vol. 2: 1775 - 1859; Burwood, Vic. [1992]
  • Raven, William (1756–1814) Parsons Vivienne 1967 raven-william-2574
  • Riesenberg, Saul H.: Six Pacific island discoveries; in: The American Neptune, Vol. 34; Salem, Mass. 1974 (S. 249–57)
  • Sharp, Andrew: The discovery of the Pacific Islands; Oxford 1960

NZ DART Network Data https://www.geonet.org.nz/tsunami/dart

  1. Gibbney, H. J.. (1974) Samuel Macfarlane. ციტატა: „This article was first published in hardcopy in Australian Dictionary of Biography, Volume 5, (MUP), 1974“ ციტირების თარიღი: 3 August 2021
  2. Hammond, Philip. (30 June 2011) Performers mark Coming of the Light. ციტირების თარიღი: 3 August 2021
  3. All Saints Anglican Church|600873. Dated 20 January 2016. Retrieved 31 July 2021.
  4. Willis, Carli. (26 July 2021) Zulai Wan marks an encounter 150 years ago that changed Torres Strait Islanders' lives forever. Australian Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 31 July 2021
  5. „Missionary Ships“. Shipping Wonders of the World (Part 51). 26 January 1937. ციტირების თარიღი: 3 August 2021.
  6. The Coming of the Light. ციტირების თარიღი: 3 August 2021
  7. Population Structure and Trends French. ციტირების თარიღი: 3 July 2017
  8. ISEE - Population 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-29. ციტირების თარიღი: 2015-07-24
  9. Évolution de la population entre 2004 et 2014, la population aux différents recensements, les populations légales 2014, Institut de la statistique et des études économiques de Nouvelle-Calédonie.