ლოხლინბრიჯი (ლილინბრიჯი; ინგლ.Leighlinbridge[ˈlɒxlɪn.brɪdʒ]; ირლ.Leithghlinn an Droichid, „ნახევარხეობის ხიდი“) — სოფელიირლანდიაში, მდებარეობს კარლოუს საგრაფოში (ლენსტერის პროვინცია), N-9 და N-705 ტრასებთან, მდინარე ბაროუს ნაპირებთან.
1999 წლის იანვარს ღამით კარლოუში მოკლევადიანად დაფიქსირდა მნათობი ცეცხლოვანი ბურთი, რომელიც ხმაურიანად გაქრა. 1999 წლის 12 დეკემბერს მოხუცმა ქალბატონმა ლოხლინბრიჯში იპოვა მეტეორიტის ნაგლეჯები; მოგვიანებით ნაპოვნი იქნა კიდევ ორი. მეტეორიტი, რომელსაც დაარქვეს ლოჰლინბრიჯი,[1] ჯამური წონით 220 გრამი, გახდა პირველი ირლანდიაში შეგროვებული მეტეორიტი 1865 წლიდან და პირველი ჩამოვარდნილი მეტეორიტი, რაც კი 1991 წლიდან უპოვიათ ირლანდიასა ან დიდ ბრიტანეთში.[2] წინა ირლანდიური მეტეორიტი კი ნაპოვნი იქნა დანდრამში (ტიპერარის საგრაფო).[3]