ლოტოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლოტოსი
ინდური ლოტოსი
ინდური ლოტოსი (Nelumbo nucifera)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ლოტოსისებრნი
გვარი:  ლოტოსი
ლათინური სახელი
Nelumbo

ლოტოსი (ლათ. Nelumbo) — წყლისა და ხმელეთის მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ლოტოსისებრთა ოჯახისა (რომელსაც ზოგჯერ დუმფარასებრთა ოჯახთან აერთიანებდნენ). აქვს გრძელყუნწიანი, წყალზე მოტივტივე და წყლის ზემოთ ამოშვერილი დიდი, ფარისებრი ფოთლები და ეული ყვითელი ან ვარდისფერი ყვავილები.

ლოტოსის 2 სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელსა და ტროპიკებში. ვარდისფერყვავილებიანი ინდური ლოტოსი (ლათ. Nelumbo nucifera) გავრცელებულია ავსტარლიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მალაის არქიპელაგზე, ფილიპინების კუნძულებზე, იაპონიის სამხრეთში, შრი-ლანკის კუნძულებზე, ინდოჩინეთისა და ინდოსტანის ნახევარკუნძულებზე, ჩინეთსა და ჩრდილოეთ ირანში, ამიერკავკასიასა (მტკვრის ქვედა დინებაში), ვოლგის დელტაში.

ინდოეთსა და ჩინეთში ლოტოსი ძველთაგანვე საღვთო მცენარედ არის მიჩნეული. ყვითელი ლოტოსი (ლათ. Nelumbo lutea) იზრდება ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკის ატლანტიკურ სანაპიროებსა და ჰავაის კუნძულებზე. ლოტოსის ყველა ნაწილში C ვიტამინი და კაუჩუკია, ყუნწებსა და ღივებში — შხამიანი ნივთიერება ნელუმბინი. თესლსა და ფესურებს საჭმელად და საქონლის საკვებად იყენებენ. ე. წ. ეგვიპტური ლოტოსი დუმფარას გვარს განეკუთვნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]