ღლაბუტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლოტა)
ღლაბუტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Lota lota
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 135675

ღლაბუტა, ლოტა (ლათ. Lota lota) — თევზი Lotidae-ის ოჯახისა. მტკნარი წყლის თევზია. მისი სხეულის სიგრძეა 1,2 მ, მასა 32 კგ აღწევს. დაფარულია წვრილი ქერცლით. აქვს 2 ზურგის ფარფლი. გავრცელებულია ევროპაში, ციმბირში, აზიაში, ამერიკაში. ძირითადად მდინარეებში ბინადრობს. მტაცებელი თევზია, სარეწაო მნიშვნელობა აქვს: ღვიძლისაგან ამზადებენ კონსერვს, თევზის ქონს, მოზრდილი ღლაბუტას კანისაგან კი — ტომრებს, ტყალგაუმტარ ტანსაცმელს, უნაგირზე გადასაკრავ საფენს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]