ლოს-პინჩუდოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლოს-პინჩუდოსი (ესპ. Los Pinchudos) — ჩაჩაპოიას კულტურის კლდეში გამოკვეთილი, ოსტატურად გაკეთებული საფლავების კომპლექსი პერუში, ჩრდილოეთ ანდების ნისლიან ტყეებში. მდებარეობს რიო-აბისეოს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. თიხისა და ქვის საფლავებს ხის თავსახურები აქვს, რომლებიც მოხატულია წითელ, ყვითელ, შავ და თეთრ ფერებში. ანთროპომორფული ნახატებზე გამოსახულია დიდი ფალოსები, რის გამოც ეწოდა ძეგლს აღნიშნული სახელი.[1]

სეისმური აქტივობების შედეგად გუარესებული გარემო პირობების გამო, საფლავები დაუცველია მკაცრი ტროპიკული კლიმატისა და ტურისტებისაგან. შედეგად, მსოფლიო მონუმენტთა ფონდმა ლოს-პინჩუდოსი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ 2000 მსოფლიო მონუმენტის სიაში შეიტანა.[2] 2000 წელს, კომპანია American Express-მა კონსერვაციისა და სტრუქტურული სტაბილიზაციის პროექტისთვის ფონდს 47 000 აშშ დოლარი გამოუყო.[3] პროექტმა წარმატებით ჩაიარა, თუმცა ძეგლს კვლავ სჭირდება დამატებითი ყურადღება და მუდმივი მენეჯმენტის გეგმა.[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Peter Gwin, "Preserving Los Pinchudos," National Geographic, June 2004.
  2. World Monuments Fund - Los Pinchudos Archaeological Site
  3. "Valioso Aporte," Caretas, December 21, 2000. დაარქივებული March 4, 2016[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები (ესპანური)
  4. World Monuments Fund - Los Pinchudos Archaeological Site