ლოროპენი
| ლოროპენის ნანგრევები | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები ბურკინა-ფასო | ქვეყნის დროშა2 | name = ბურკინა-ფასო | variant = | size = }} |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | iii |
| რეგიონი | აფრიკა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2009 (33-ე სესია) |
| ნომერი | 1225 |
![]() | |
| http://www.ruinesdeloropeni.gov.bf/html/identification.htm | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1225 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ლოროპენი — ბაზრობების ქალაქი სამხრეთ ბურკინა-ფასოში. ადგილობროვი ღირსშესანიშნაობები მოიცავს ევროპელებამდელ ქვის ნანგრევებს, რომელთა შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. ერთი თეორიის მიხედვით, ისინი წარმოადგენდნენ შიდა ეზოს გალავანს, რომელიც კაან იას (კაანის ხალხის უმაღლესი მმართველი) ეკუთვნოდა. მეორე ვერსიით, ის მონების დასაჭერი ადგილი იყო.
2009 წელს ლოროპენის ნანგრევები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა და იგი მისი პირველი ძეგლია ბურკინა-ფასოდან. ლოროპენი გამაგრებული დასახლების საუკეთესოდ შემონახული ნიმუშია მთელს დასავლეთ აფრიკაში, რომელიც როგორც ჩანს, ბოლო 7 საუკუნის განმავლობაში ასევე დაკავშირებული იყო ოქროს მოპოვებასთან. მისი ზომებისა და მასშტაბების გათვალისწინებით, ლოროპენი საკმაოდ განსხვავდება მეზობელი რეგიონების კედელშომორტყმული სხვა ქალაქებისგან.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-07-26 საიტზე Wayback Machine.
