შინაარსზე გადასვლა

ლორკის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლორკის ციხესიმაგრე

ლორკის ციხესიმაგრე (ესპ. Castillo de Lorca) — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ქალაქ ლორკაში, მურსიის პროვინცია, ესპანეთი.

ციხესიმაგრე IX-XV საუკუნეებში აშენდა. რეკონკისტას დროს პირენეის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით სტრატეგიულ წერტილს წარმოადგენდა. ის პროვინციაში ერთ-ერთი უდიდესია.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, რომ ციხის ადგილი დასახლებული იყო ნეოლითის ხანიდან. დაახლოებით IX საუკუნიდან აქ მუსლიმები გამაგრებულიყვნენ. ციხესიმაგრე დიდი ხნის განმავლობაში აუღებლად ითვლებოდა, მაგრამ 1244 წელს ალფონსო X-ის ჯარებმა ის აიღეს. ორნახევარი საუკუნის განმავლობაში ციხესიმაგრე ქრისტიანებისთვის თავდაცვით ნაგებობად და გრანადის საამიროს წინააღმდეგ ბრძოლაში დაკვირვების პუნქტი იყო.

1931 წლის 4 ივნისს ლორკის ციხესიმაგრე ესპანეთის ეროვნულ ძეგლად იქცა და ასევე შედის კულტურული ინტერესის მქონე ადგილების სიაში[1].

2011 წლის მიწისძვრის დროს ციხის კედლები დაზიანდა[2].