ლორის პლატო
იერსახე
| ლორის პლატო | |
|---|---|
ლორის პლატო | |
| კოორდინატები: 41°07′24″ ჩ. გ. 44°11′32″ ა. გ. / 41.12333° ჩ. გ. 44.19222° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| სიმაღლე | 1626 მ |
| ფართობი | 324 კმ² |
| სიგრძე | 30 კმ |
| სიგანე | 18 კმ |
ლორის პლატო, ლორის ვაკე, ლორის ქვაბული (სომხ. Լոռվա սարահարթ) — პლატო სამხრეთ-დასავლეთ სომხეთში. გაწოლილია სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მცირე კავკასიონის საზღვრის გასწვრივ. შექმნილია ლავური საფრით, რომელიც გარშემორტყმულია ლოქის, ჯავახეთისა და ბაზუმის ქედებით. სიმაღლე 1550-1700 მ-მდე, სიგრძე 30 კმ, სიგანე 18 კმ. ლორის პლატოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს პატარა ტბა ეტიკი. ქვაბულის ფარგლებშია ქალაქი ტაშირი. გაბატონებულია მთა-ველის ლანდშაფტი. მოჰყავთ მარცვლეული, შაქრის ჭარხალი, თამბაქო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 296.