ლორის მელიქიშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლორის მელიქიშვილები - მელიქების სახლი ქვემო ქართლში, ლორეში, სომხითის მელიქისშვილების ნათესავები. საქართველოში აზნაურის ტიტულით სარგებლობდნენ. მოგვიანებით მიხეილ ტარიელის ძე ლორის მელიქისშვილმა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წწ. ომში თავის გამოჩენისათვის , იმპერატორისაგან რუსეთის გრაფის ტიტული, გერბი და გვარადაც ლორის-მელიქოვი მიიღო.