ლორე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლორი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ლორი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლორი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლორეს ციხესიმაგრე

{{{სახელი}}}

კოორდინატები: 41°00′05″ ჩ. გ. 44°25′52″ ა. გ. / 41.0015056° ჩ. გ. 44.4311222° ა. გ. / 41.0015056; 44.4311222

ადგილმდებარეობა სომხეთის დროშა სომხეთი
სტატუსი დანგრეული
თარიღდება XI საუკუნე
ლორე (სომხეთი)
Map castle icon.png
ლორეს ციხის სიტუაციური გეგმა
ლორეს ციხის სიტუაციური გეგმა

ლორე, ლორი (სომხ. Լոռի) — შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი და ისტორიული მხარე ტაშირში (ახლანდელი სომხეთი). ქალაქის ნანგრევები შემორჩენილია ქ. სტეფანავანის ახლოს. დაარსდა XI საუკუნის 20–იან წლებში ტაშირ ძორაგეტის მეფე დავით I უმიწაწყლოს მიერ, 1065 წლიდან კვირიკიდების დინასტიის მიერ ჩამოყალიბებული ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი. მდებარეობდა მაღალ სამკუთხა პლატოზე. ორი მხრით ხეობები იცავდა, მესამე მხრით — ციხესიმაგრეთა კედლების სისტემა. 1118 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა ლორე მიმდებარე ტერიტორიებით საქართველოს სახელმწიფოს შემოუერთა. განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობის გამო იგი საქართველოს ამირსპასალართა სადგომი პუნქტი გახდა. განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში მთელ ტაშირს ლორე ეწოდა. 1177 წელს ლორე მეფე გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული ივანე ორბელისა და დემნა უფლისწულის უკანასკნელი საყრდენი პუნქტი იყო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ქალაქი ამირსპასალარ ყუბასარს გადაეცა. 1186 წლიდან ლორეს მხარგრძელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს სანაპირო საერისთავოს ცენტრი იყო. მხარგრძელთა მმართველობის დროს ქალაქი აყვავდა. აშენდა სასახლეები, ეკლესიები, ხიდები. 1236 წელს ლორე მონღოლებმა აიღეს და სასტიკად დაარბიეს. XIV-XV საუკუნეებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაქვეითდა და ციხესიმაგრის ფუნქციაღა შერჩა. XVI-XVIII საუკუნეებში საბოლოოდ დააკნინა ირანელთა და ოსმალთა ლაშქრობებმა. 1918-1921 წლებში ლორის რეგიონი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, რეგიონი საქართველოს ჩამოეჭრა და სომხეთს გადაეცა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლორე&oldid=3102727“-დან