ლორენცო ვალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლორენცო ვალა
იტალ. Lorenzo Valla
ლათ. Laurentius Vallensis
დაბ. თარიღი 1407[1]
დაბ. ადგილი რომი
გარდ. თარიღი 1 აგვისტო, 1457[1]
გარდ. ადგილი რომი
საქმიანობა მწერალი[2] [3] , ფილოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი და Latin Catholic priest[4]
მუშაობის ადგილი პავიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი პავიის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Julius Pomponius Laetus, Giovanni Garzoni და Giuniano Maio

ლორენცო ვალა (იტალ. Lorenzo Valla, დ. 1407, რომი ან პიაჩენცა — გ. 1 აგვისტო, 1457, რომი, პაპის რეგიონი) — იტალიელი ჰუმანისტი, ისტორია-ფილოლოგიის კრიტიკის მამა, იტალიური ერუდიტული სკოლის წარმომადგენელი. ბუნებრივად თვლიდა ყველაფერს, რაც ემსახურებოდა ადამიანის თვითგადარჩენას, კმაყოფილებას, ბედნიერებას.

ლორენცო ვალამ კონსტანტინეს ნაბოძების ტექსტის ფილოლოგიური შესწავლისა და მისი სხვა ძველ ტექსტებთან შედარების გზით ამ ისტორიულ საბუთში ბევრი ენობრივი ანაქრონიზმი აღმოაჩინა და დაამტკიცა, რომ ის ვერ შეიქმნებოდა IV საუკუნეში. ლორენცო ვალას კვლევამ აჩვენა, რომ „კონსტანტინეს ნაბოძები“ პაპობის შეუზღუდავი ამქვეყნიური პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმაციის მიზნით VIII საუკუნეში პაპის კურიაში შედგენილი ყალბი დოკუმენტია (სავარაუდოდ 750 წ.)

ლორენცო ვალას სამეცნიერო თვისებაზე საუბრისას ხშირად შენიშნავენ, რომ ამ სახელგანთქმულმა ჰუმანისტმა ცუდად იცოდა ბერძნული ენა და ძალიან ცუდად თარგმნა თუკიდიდე ლათინურად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]