ლორენს სტერნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლორენს სტერნი
Laurence Sterne by Sir Joshua Reynolds.jpg
დაბადების თარიღი 24 ნოემბერი, 1713(1713-11-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბადების ადგილი კლონმელი[12]
გარდაცვალების თარიღი 18 მარტი, 1768(1768-03-18)[13] [1] [2] [3] [4] [5] [7] [8] [9] [11] (54 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი[12]
დასაფლავებულია Coxwold
ფსევდონიმი Yorick[14]
საქმიანობა მწერალი[11] [15] , რომანისტი, ავტობიოგრაფი და ეკლესიის მსახური
ენა ინგლისური ენა[13]
მოქალაქეობა Flag of Great Britain (1707–1800).svg დიდი ბრიტანეთის სამეფო
ალმა-მატერი იესოს კოლეჯი და Hipperholme Grammar School
Magnum opus ცხოვრება და შეხედულებანი ტრისტამ შენდისა, ჯენტლმენისა, სენტიმენტალური მოგზაურობა საფრანგეთსა და იტალიაში და A Political Romance
მეუღლე Elizabeth Lumley

ლორენს სტერნი (დ. 24 ნოემბერი, 1713 — გ. 18 მარტი, 1768) — ანგლო-ირლანდიელი მწერალი, ავტორი რომანებისა: „ცხოვრება და შეხედულებანი ტრისტამ შენდისა, ჯენტლმენისა“ და „სენტიმენტალური მოგზაურობა საფრანგეთსა და იტალიაში“. სტერნი აგრეთვე აქვეყნებდა მემუარებს და ჩართული იყო პოლიტაში.

დაიბადა სამხედრო პირის ოჯახში, რის გამოც ბავშვობაში მუდმივად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ძირითადად ირლანდიაში, ხანმოკლე დროით კი – ინგლისში. მას შემდეგ, რაც მამამისი იამაიკაში გაამწესეს, იგი ბიძის დაფინანსებით ჰიპერჰოლმის გრამატიკის სკოლაში სწავლობდა. უმაღლესი განათლება კემბრიჯის იესოს კოლეჯში მიიღო, სადაც ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები მოიპოვა. 1941 წელს დაქორწინდა ელიზაბეტ ლამლიზე. 1959 წელს მისი სატირული რომანი „პოლიტიკური რომანსი“ ეკლესიამ დაწვა. იმავე წელს ავტორმა გამოაქვეყნა თავისი ყველაზე გახმაურებული რომანის „ცხოვრება და შეხედულებანი ტრისტამ შენდისა, ჯენტლმენისა“ პირველი ორი ნაწილი.

ტუბერკულოზით დასნებოვნებული სტერნი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საფრანგეთში გაემგზავრა, თავისი მოგზაურობა კი აღწერა რომანში „სენტიმენტალური მოგზაურობა საფრანგეთსა და იტალიაში“, რომელიც მის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა.

სტერნი 1768 წელს ჰანოვერის მოედანზე მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში გარდაიცვალა. დაკრძალვის შემდეგ მისი სხეული კემბრიჯის უნივერსიტეტის ანატომოსტმა მოიპარა, თუმცა ამოცნობის შემდეგ დააბრუნდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 BD Gest'
  4. 4.0 4.1 Discogs — 2000.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  6. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  7. 7.0 7.1 CERL ThesaurusConsortium of European Research Libraries.
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 Roglo — 1997. — 8549233 ეგზ.
  10. Dictionary of Irish BiographyRoyal Irish Academy.
  11. 11.0 11.1 11.2 The Fine Art Archive — 2003.
  12. 12.0 12.1 Стерн Лоренс // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  13. 13.0 13.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  14. Czech National Authority Database
  15. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.