ლოპოტის მარმარილოს საბადო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლოპოტის მარმარილოს საბადო
მდებარეობა
მდებარეობა ლოპოტის ხეობა, სოფელ ლაფანყურის შემოგარენი
მუნიციპალიტეტი თელავი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
პროდუქცია მარმარილო
ტიპი კარიერული
გაიხსნა 1986 წელს (1986 წელს)

ლოპოტის მარმარილოს საბადო — საბადო კახეთის კავკასიონზე, მდინარე ლოპოტის სათავეებში, ქ. თელავიდან 50 კმ-ზე. საბადოში 5 განცალკევებული უბანია. ლოპოტის მარმარილოს საბადო დაკავშირებულია ქვედა ლიასის წყებასთან, რომელიც აგებულია კვარც-სერიციტული მეტამორფული ფიქლებით და ქვიშაქვებით. ამ ნალექებში გვხვდება 1-იდან 40 მეტრამდე სისქის ციცაბოდ დაქანებული 500-700 მ სიგრძის მარმარილოს ლინზები. ლოპოტის მარმარილო ერთგვაროვანი, სუფთა, წვრილი და საშუალო მარვცლოვანია. ფერი: თეთრი, მონაცრისფრო ძარღვებით; ნაცრისფერი და მუქი ნაცრისფერი, თეთრი ძარღვებით. ადვილად მუშავდება და კარგად პრიალდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბადოს აღმოჩენა უკავშირდება სოფელ ლაფანყურის პირველი მცხოვრების ლეგა ნარუსლიშვილის სახელს. ერთხელ ნადირობის დროს ლეგა ნარუსლიშვილმა შეამჩნია, რომ ერთ ადგილას ხევში წყალი თეთრად გამოიყურებოდა. იგი ახლოს მივიდა და ნახა, რომ წყალი თეთრ კლდეზე (ტინზე) გადმოდიოდა. მოგვიანებით ამ ადგილით მეცნიერები დაინტერესდნენ. 1986 წელს მარმარილოს გატანა დაიწყო „თელავის ფილაქ-მარნარილოს კომბინატმა“, 1994 წლამდე კომბინატის საფქვავი იყო ლაფანყურში, ხოლო 1994 წლიდან გადაიტანეს თელავში. მისი მოპოვება ხდება კარიერული წესით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]