ლოპოტა რეზორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლოპოტა რეზორტი — დასასვენებელი კომპლექსი, მდებარე საქართველოში, ლოპოტას ტბასთან. იგი კახეთის რეგიონში პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო-კომპლექსია. 2006 წლიდან მცირე ზომის, 7 ნომრიანი სასტუმრო აშენდა. მოგვიანებით კი ტერიტორიას დაემატა სასტუმროს ახალი შენობები. ტბის გარშემო სასტუმროს 8 შენობა დგას სტანდარტული, ნახევრად ლუქსი და ლუქსი ნომრებით. ჯამში, „ლოპოტა რეზორტის” დასასვენებელ კომპლექსს შეუძლია უმასპინძლოს 200-ზე მეტ სტუმარს.

გასართობი საშუალებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორიაზე მრავალი გასართობი საშუალებაა. დამსვენებლებს შეუძლიათ იჯირითონ ცხენებზე, გაისეირნონ წყლისა და ხმელეთის ველოსიპედებით, ითევზაონ, ითამაშონ ჩოგბურთი, მინი გოლფი, კალათბურთი და ფრენბურთი, მონაწილეობა მიიღონ კახური, ტრადიციული ღვინის დეგუსტაციაში, ჩურჩხელების ამოვლებასა და ჭაჭის გამოხდაში.

„ლოპოტა რეზორტის” სათავგადასავლო ცენტრი უზრუნველყოფს ღირსშესანიშნაობების მონახულებას მთელი კახეთის მასშტაბით. გიდების მეშვეობით, მსურველებს საშუალება ეძლევათ დაათვალიერონ ღვინის ქარხნები და დააგემოვნონ კახური ტრადიციული ღვინო, ასევე, მიიღონ შთაბეჭდილებები ჯიპის, საფეხმავლო, საცხენოსნო და ველო ტურებით კახეთის ულამაზესი ბუნების წიაღში.

„ლოპოტა რეზორტის” 3 აუზი სხვადასხვა ასაკისა და ცურვის მოყვარულთა მიხედვით ჯამში 1200 კვადრატულ მეტრს უტოლდება. მესამე, ოლიმპიური ზომის აუზი სიგრძეში 60 მეტრს უდრის.

„ლოპოტა რეზორტი” ბიზნეს-ტურიზმისა და კორპორატიული ღონისძიებების განხრით აქტიურად მუშაობს. ტერიტორიაზე შესაძლებელია დღესასწაულების, ქორწილების, კონფერენციების, სემინარებისა და სხვადასხვა აქტივობების ორგანიზება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნეში ლოპოტის ხეობა ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულად მიიჩნეოდა, რომელიც იმ დროისთვის ვარდის პლანტაციებით იყო განთქმული. მოგვიანებით, ტერიტორია რომანოვების საუფლისწულო მამულად ქცეულა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში პირველი ვარდის ზეთის საწარმო შეიქმნა. მიკროზონისა და ფრანგი სპეციალისტების დახმარებით, ლოპოტის პარფიუმერულმა ზეთმა პარიზის სუნამოების გამოფენაზე უდიდესი შეფასება მიიღო. საბჭოთა კავშირის პერიოდში, ზეთის საწარმომ შეწყვიტა ფუნქციონირება და მიტოვებულ შენობად იქცა. თანამედროვე ლოპოტის დასასვენებელი კომპლექსის ტერიტორიაზე დაგეგმილია ვარდების ახალი პლანტაციების გაშენება.

2010 წელს „ლოპოტა რეზორტის“ ტბა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ აკურთხა. ამ დღეს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტბას ილია II-ის სახელი ეწოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]