ლონგოთხევის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლონგოთხევი
Longotkhevi.png
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
ფართობი 0,049×0,025 კმ²
მასალა კირი

ლონგოთხევი — ციხე თურქეთში. მდებარეობს ართვინის პროვინციაში, არტანუჯის რაიონის სოფელ ლონგოთხევში; ზღვის დონიდან 1220 მეტრზე. ნაგებია კირით. კომპლექსი მოიცავს კოშკსა და ძირითადი კონსტრუქციის ნანგრევებს.

მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, 2,2 კმ-ში, მდინარის მარჯვენა მხარეს, სამანქანო გზის თავზე, კლდეზე. ციხეს ჰქონდა რაბათიც. მის ადგილას დღეს სოფლის უბანია, რომელსაც ადგილობრივები ასეც მოიხსენიებენ – „რაბათი“. მოგვიანებით სახელი „იენი-რაბათად“ (ახალი რაბათი) გადააკეთეს. ამ ტერიტორიაზეა სამეცნიერო ლიტერატურაში იენი-რაბათის სახელწოდებით ცნობილი ეკლესიაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კუდავა ბ., ტაო-კლარჯეთი: ისტორიისა და კულტურის ძეგლები, გვ. 300, თბ., 2017.