ლომონოსოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლომონოსოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი
Lomonosov Archangel Michael 2.JPG
ლომონოსოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°54′59″ ჩ. გ. 29°45′57″ ა. გ. / 59.91639° ჩ. გ. 29.76583° ა. გ. / 59.91639; 29.76583
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ლომონოსოვი, სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810313000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ნიკოლოზ ლვოვი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეორუსული
თარიღდება XX საუკუნე

ლომონოსოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი (რუს. Собор Архангела Михаила) — მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი ლომონოსოვში, სანქტ-პეტერბურგი. ეკლესია აგებულია 1911-1914 წლებში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე, კუთხეებისა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. ტაძრის წინამძღვარია პავლე სუსლოვი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1865 წელს წინამძღვარ გ. ლიუბიმოვის ინიციატივით ააგეს ხის ეკლესია ქვის ფუნდამენტზე. ასევე ააგეს ხის სამრეკლო. ეკლესია ააგეს გიორგი პრეისის პროექტის მიხედვით და მიუძღვნეს ორანიენბაუმის (ახლანდელი ლომონოსოვის) მფლობელს დიდ მთავარს მიხეილ პავლეს ძეს.

ტაძრის კურთხევა შედგა 1866 წლის 29 დეკემბერს. ეკლესიას ჰქონდა სამი საკურთხეველი: მთავარი მთავარანგელოზ მიქაელის სახელზე, კუთხეებისა ერთი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, რომელიც აკურთხეს 1867 წლის 30 ივნისს, ხოლო მეორე ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, აკურთხეს 1867 წლის 5 იანვარს.

თავდაპირველად ეკლესია მიწერილი იყო სასახლის პანტელეიმონის ეკლესიაზე, მაგრამ 1895 წლის 30 მარტს მთავარანგელოზის ეკლესია გადაეცა საეპარქიო უწყებას. 1902 წლის 7 თებერვლიდან ტაძარი საკათედრო ხდება.

1905 წელს ხის ტაძარს მიაშენეს ქვის სამრეკლო, რომლის მშენებლობაც დასრულდა 1907 წელს. პროექტის ავტორი იყო არქიტექტორი ნიკოლოზ ფროლოვი. ქვის სამრეკლო აშკარად არ შეესაბამებოდა ხის ტაძარს და მალევე მიიღეს გადაწყვეტილება აეშენებინათ ახალი ქვის ტაძარი. ხის ტაძარი დაშალეს 1912 წელს.

ტაძრის პროექტი შეიმუშავა პეტერგოფის სასახლის არქიტექტორმა ალექსანდრე მინიაევმა, იგი მოიწონეს 1911 წლის 20 მაისს. კუთხის ეგვტერები იმავე სახელზე ნაკურთხი რჩებოდა, როგორც ეს იყო ძველ ხის ტაძარში.

საფუძვლის ჩაყრა გაიმართა 1911 წლის 3 სექტემბერს. მშენებლობა მიეძღვნა რომანოვების დინასტიის ტახტზე ასვლის 300 წლისთავს. 1914 წლის 12 თებერვალს ტაძარი აკურთხა სანტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა ვლადიმირ ბოგოიავლინსკმა. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეგვტერი აკურთხეს 18 თებერვალს, ხოლო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეგვტერი 20 თებერვალს.

1908 წლიდან დაპატიმრებამდე, 1930 წლის 28 სექტემბრამდე, ტაძრის წინამძღვარი იყო იოანე რაზუმიხინი, რომელიც დახვრიტეს 1931 წლის აპრილში.

1932 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა, ეკლესიის საგანძურის ადგილსამყოფელი უცნობია. შენობაში განათავსეს საწყობი.

1988 წელს მორწმუნეთა საზოგადოებამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ორანიენბაუმის (ლომონოსოვის), კრონშტადტისა და პეტერგოფის მოსახლეობა, მიაღწია იმას, რომ ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

ეკლესია გაარემონტეს 1992 წელს. ტაძრის ხელმეორედ კურთხევა შედგა 1992 წლის 2 თებერვალს. 1994 წელს დამატებით აკურთხეს გვერდითი ეგვტერები.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი აგებულია ფსევდორუსულ სტილში. ამშვენებს დიდი გუმბათი. ტაძრის სიმაღლეა 36,5 მეტრი, სიგრძე კი - 37 მეტრი. ტაძარში ორი კუთხის ეგვტერია: ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და ყაზანის ღვთისმშობლის ხატისა.

კანკელი, რომელიც ეკლესიაში იყო დახურვამდე, შესრულებული იყო პოლუშკინების მიერ. გამოსახულებები მოხატა მხატვარმა ა. იაკოვლევმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Попов И. В. Собор святого Архистратига Михаила в Ораниенбауме // Санкт-Петербургские епархиальные ведомости. — 1991. — № 9. — С. 38—42.
  • Собор святого Архистратига Михаила Архангела в г. Ломоносове // Белова Н., Морозов А., Татаринская В., Терещенко А. Наследники великого города. — СПб., 1994. — Вып. 2. — С. 84—88.
  • Гусаров А.Ю. Ораниенбаум. Три века истории. — СПб, 2011. — ISBN 978-5-93437-329-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]