ლომი (ტანკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Lowe.svg

Panzerkampfwagen VII Löwe (გერმ. Löwe - ლომი) — კრუპის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოებული ზემძიმე საბრძოლო ტექნიკა, რომლის თავდაპირველი სახელი იყო VK 70.01 (K). ტანკი წარმოებაში არ ჩაშვებულა და პროექტად დარჩა, გაუქმდა 1942 წლის 5-6 მარტს.

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს „ლომის“ ორი ვარიანტი, არაოფიციალური სახელწოდება Leichter Löwe (მსუბუქი ლომი) და Schwerer Löwe (მძიმე ლომი). ორივეს ხუთკაციანი ეკიპაჟი მართავდა.

Leichter Löwe-ს წონა უნდა ყოფილიყო 76 ტონა. ტანკი წინიდან 100 მილიმეტრის სისქის ჯავშანი იცავდა, კორპუსის უკანა მხარეს ჰქოდნა დამონტაჟებული 10.5 cm L/70 მაღალი წარმადობის ქვემეხი და ტყვიამფრქვევი, მაქსიმალური სიჩქარე 27 კმ/ს, მოგვიანებით ადოლფ ჰიტლერის ბრძანებით მისი წარმოება შეწყდა.

Schwerer Löwe-ს წონა უნდა ყოფილიყო 90 ტონა. ტანკს წინიდან იცავდა 120 მილიმეტრიანი ჯავშანი, კორპუსის ცენტრში ჰქონდა 10.5 cm L/70 მაღალი წარმადობის ქვემეხი და ტყვიამფრქვევი, მაგრამ მისი სიჩქარე არ აღემატებოდა 23 კმ/ს-ს. რემოდელირების შემდეგ წინა ჯავშანი შეიცვალა 140 მილიმეტრით, ამჯერად გამოიყენეს 8.8 cm L/71 ქვემეხი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე გახდა 35 კმ/ს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]