შინაარსზე გადასვლა

ლომი (ინსტრუმენტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ლომი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლომი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქვის გადაადგილება ლომის დახმარებით.
ლომი-გელა-ლომი

ლომი — ხელის დასარტყმელი და ბერკეტის ტიპის ინსტრუმენტი, კაცობრიობისათვის ცნობილი ინსტრუმენტის ერთ-ერთი უძველესი სახეობა, ჩაქუჩთან, საჭრისთან (რუს. зубило), ნაჯახთან, ბართან ერთად.

ლომი, როგორც წესი, მზადდება მყარი ლითონის ღეროსაგან. ლომის შემცირებულ და შემსუბუქებულ ვარიანტს ეწოდება პატარა ლომი (რუს. Монтировка).[1]

მუშა მდგომარეობა — ვერტიკალურთან ახლოს მყოფი. როგორც წესი გამოიყენება მყარი მასალების დასანგრევად (ბეტონის, ქვის, გზის საფარის, ასფალტის, ქანების, ქვის წყობის და სხვ.). ლომი აგრეთვე შეიძლება ვუწოდოთ ანალოგიური დანიშნულების ხელის მანქანას.[2]

ლომის მოწყობა და გამოყენება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვეულებრივად ლომი წარმოადგენს ბასრ ან გაბრტყელებულ ბოლოებიან ლითონის ღეროს (ან ერთი ბასრი და მეორე გაბრტყელებული ბოლოთი). ასევე ლომი შეიძლება წარმოადგენდეს დარტყმითი მოქმედების ხელის მანქანას.[3]

გამოყენების სფეროები:

  • მყარი მასალების გატეხვა: ქვანახშირის, ქვების, ყინულის და ა. შ. მსხვილი ნაჭრების;
  • სიმძიმის გადაადგილება მცირე მანძილზე (ლომით, როგორც ბერკეტით მუშაობა, კერძოდ ამისათვის გამოიყენება გორგოლაჭებიანი ლომი);
  • ავარიული ინსტრუმენტის სახით ხანძრის შემთხვევაში და სხვა საგანგაშო სიტუაციებში. ავარიულ ელექტროტექნიკურ ლომს აქვს რეზინის იზოლირებული საფარი;
  • განსაკუთრებულ შემთხვევებში ლომის გამოყენება შესაძლებელია, როგორც საბრძოლო იარაღი;
  • ლომი შეიძლება გამოყენებული იქნეს ქურდობის (ბინის, ორგანიზაციების შენობების გატეხვისათვის) შემთხვევებში. მცირე ზომის ლომებს ქურდები იყენებენ ბოქლომების, კარებების და სხვა ინვენტარის გასატეხად.
  • ჩრდილოეთის რეგიონებში რკინის ლომებს იყენებდნენ ლომვეშაპის დასაჭერად.[4]

უპირატესობები:

  • უბრალო ინსტრუმენტი, რომელიც ექსპლოატაციის დროს არ ითხოვს ელექტროენერგიას, საწვავს და რემონტს;
  • მუშაობის ვადა შეზღუდულია მხოლოდ კოროზიით და ციკლური დატვირთვებით.

ლომის დასამზადებელი მასალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლომის წარმოებისთვის ძირითადი მასალებია საშუალო ნახშირბადოვანი ფოლადი (მაგალითად, ფოლადი 30, ფოლადი 45, ფოლადი 50). იშვიათ შემთხვევებში გამოიყენება ხე.

კლასიკური ლომით მუშაობენ ბავშვი და მოზრდილი, 2020 წ.

ლომები დანიშნულების შესაბამისად არიან სხვადასხვა კონსტრუქციის:

  • უბრალო: გალესვა უბრალო კონიკური ან ოთხწახნაგოვანია;
  • უნივერსალური: გალესვა უბრალოა ერთი ბოლოდან და ნიჩაბისმაგვარია მეორედან;
  • სპეციალიზირებული: ლომისა და წვეტის ფორმა მორგებულია კონკრეტული სამუშაო პირობებს;
  • უნაპეწკლო: ბოლო მზადდება არა ფოლადის, არამედ ლითონისაგან, რომელიც არ იძლევა ნაპერწკალს სხვა ლითონზე დარტყმისას (მაგალითად, სპილენძისგან); გამოიყენება აფეთქებადსაშიშ გარემოში, მაგალითად, ზამთარში, გაყინვის პირობებში, საკანალიზაციო, საკომუნიკაციო და სხვა ჭების ხუფების გახსნისას, რომლებშიც შეიძლება დაგროვდეს აალებადი გაზი.

ლომების ნაირსახეობები:

  • კლასიკური ლომი: უბრალო ღერო ბასრი ბოლოებით;
  • ლომი-ყინულმჭრელი: ერთი ან ორივე ბოლოების სპეციალური ნაჯახის ფორმის წაკვეთა, როგორც ნაჯახის პირი, ფოლადის სახელურზე შედუღებული მახვილის (გამოიყენება მეეზოვეების მიერ ყინულის დასამტვრევად);
  • ლომი-გელა-ლომი: უფრო მოკლე, ბრტყლად გალესილი, ფორმით Г- ან S-მსგავსი; ერთი ბოლოდან ბრტყლად ნალესში ლურსმნების ამოსაღებად აქვს შეჭრილი ღარი, ასრულებს გელა-ლომის ფუნქციებს;
  • სახანძრო მსუბუქი ლომი: ლომი სიგრძით 1100 და სისქით 25 მმ, რომელსაც ერთი ბოლო მოღუნული აქვს კუთხით 45 გრადუსი და ოთხწახნაგოვანია, რომელიც ქმნის ბრტყელ წვერს სიგანით 10 მმ, ხოლო მეორე ბოლო — ოთხწახნაგოვანი წვეროა; მოღუნული ბოლოდან 200 მმ-ის მანძილზე აქვს ჩამოსაკიდებელი რგოლი; გამოიყენება სახურავის კონსტრუქციების, გარსაცმის, მოპირკეთების გახსნისთვის და დაშლისთვის და ხანძრის კერის გაწმენდისთვის;
  • სახანძრო მძიმე ლომი: ლომი სიგრძით 1200 და სისქით 28 მმ, რომელსაც ერთი ბოლო მოღუნული აქვს, როგორც კითხვის ნიშანს და ქმნის ოთხწახნაგა კაუჭს, მეორე ბოლო პირდაპირია და აქვს ორკანტიანი ბრტყელი პირი; მოღუნული ბოლოდან 170 მმ მანძილზე ლომის ღეროზე გაბურღულია ნახვრეტი, საიდანაც გაყრილია რგოლი დიამეტრით 30 მმ; გამოიყენება მძიმე ბერკეტული სამუშაოების დროს კონსტრუქციების გასახსნელად და დასაშლელად;
  • სახანძრო ბურთისებრი ლომი: ლომი სიგრძით 1300 და სისქით 25 მმ, რომლის ზედა ბოლოში მიდუღებულია ლითონის ბურთი დიამეტრით 50 მმ, ხოლო ქვედა ბოლოს აქვს ოთხწახნაგიანი პირი, წარმოქმნილია პირი სიგანით 12,5 მმ; გამოიყენება კედლებიდან და ჭერიდან გასალესი მასალების მოსაცილებლად, ჭების სახურავებიდან ყინულის მასის მოსაცილებლად;
  • სახანძრო უნივერსალური ლომი: ლომი სიგრძით 600 და სისქით 20 მმ ორი ფიგურული მუშა ნაწილით, რომელთაგან ერთი წარმოადგენს დამრგვალებულ ნიჩაბს, ხოლო მეორე — დაგრეხილ ნიჩაბს საყრდენი ქუსლით; გამოიყენება კარებების, ფანჯრების გასაღებად, შემჭიდროებულ პირობებში მსუბუქი ბერკეტული სამუშაოების შესასრულებლად.

1995 წლამდე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და რუსეთის ფედერაციაში მოქმედებდა ГОСТ 1405-83, რომელიც აღწერდა სამშენებლო ლომების ნაირსახეობას და დამოკიდებული იყო მათ დანიშნულებაზე:

  • ჩვეულებრივი ლომი: მკვრივი, გაყინული და კლდოვანი გრუნტების გასაფხვიერებლად, ასევე ტვირთის გადაზიდვის სამუშაოების წარმოებისას;
  • ლომი-გელა-ლომი: ლურსმნების ამოსაძრობად სახარაჩო და სადურგლო წარმოებაში;
  • სამონტაჟო ლომი: შენობა-ნაგებობების მონტაჟის დროს ანაკრები სამშენებლო კონსტრუქციების ელემენტების დამონტაჟებისას და გადაადგილებისას და ასევე ტვირთის გადაზიდვის სამუშაოების დროს;

(მიუხედავად მოცემული სტანდარტის გაუქმებისა, ინსტრუმენტების მწარმოებლები და მიმწოდებლები დღემდე მას იყენებენ და ეყრდნობიან პროდუქციის ნომენკლატურულ ჩამონათვალში)

ლომი მსოფლიო კულტურაში და ხალხურ შემოქმედებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა და კინემატოგრაფი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • რობინზონ კრუზო ლომს მშენებლობისათვის იყენებდა. ქვების გამოსატანად ლომის გამოყენებით მის მიერ პირველმა გათხრილმა გამოქვაბულ-თავშესაფარმა მოითხოვა მრავალდღიანი და თავდაუზოგავი შრომა. ლომს ის ასევე იყენებდა წარუმატებელი ცდის დროს ზღვაში ჩაესვა ხისგან გამოთლილი პირველი კანოე.
  • „საიდუმლო კუნძულში“ ლომს ხშირად იყენებენ საირუს სმიტი და მისი მეგობრები. მათ ააშენეს სამჭედლო და იქ დაამზადეს ლომები ასაფეთქებელი სამუშაოების ჩატარებისათვის და მშენებლობისათვის. მაგალითად, ლომები გამოიყენეს ფანჯრებისათვის ნახვრეტების გასაკეთებლად „გრანიტული სასახლის“ მშენებლობის დროს.
  • გამოქვაბულ ლოკმარიაში თავისი უკანასკნელი ბრძოლის დროს პორთოსი ლომით ებრძოდა სამეფო გვარდიელებს, მაგრამ ლოდებით იქნა მიჯაჭვული და არამისი ორ ბრეტონელთან ერთად — ასევე ლომების დახმარებით — ცდილობდნენ გადაერჩინათ იგი.
  • მოთხრობაში „კაპიტან ვრუნგელის თავგადასავალი“ კაპიტანის თანაშემწეს ქვია ლომი.

კომპიუტერული თამაშები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • თამაშების სერია Half-Life-ის მთავარი გმირის გორდონ ფრიმენის თავგადასავლებში მას გვერდს ვერ ავუვლით მის ხელში გელა-ლომის გარეშე. ლომი (ასევე როგორც მილის გასაღები, რომელიც შეცვალეს Gearbox Software-ის ლომით Half-Life: Opposing Force-ში) თამაშების ამ სერიისთვის გახდა კულტის სიმბოლოდ და აუცილებელ ატრიბუტად.
  • ასევე პატარა ლომი (რუს. монтировка) — თამაშ Full Throttle-ის მთავარი გმირის ბაიკერ ბენის საიმედო თანამგზავრია, მთელი თამაშის განმავლობაში ამ ნივთს მრავალი გამოყენება აქვს — იარაღიდან დაწყებული, საკეტების გახსნით და ბორბლების მოხსნით დამთავრებული.
  • პატარა ლომი („საბრძოლო ლომი“) თამაშ Diablo III-ში ჩნდება კვერთხის კლასის ერთი ხელის იარაღის ხარისხში.
  • Лом — Толковый словарь Ожегова.
  • Лом — Большой толковый словарь русских существительных.
  • ГОСТ 1405-83 (утратил силу) Ломы стальные строительные. Технические условия.
  • ГОСТ Р ИСО 28927-10-2013 Вибрация. Определение параметров вибрационной характеристики ручных машин. Часть 10. Молотки, ломы и перфораторы.
  • Шмаков В. Г., Кузница в современном хозяйстве, М.: «Машиностроение», 1990.
  • Иванов В. Н., Словарь-справочник по литейному производству, М.: «Машиностроение», 1990.
  • Муравьев Е. М., Слесарное дело, М.: «Просвещение», 1984.
  1. Монтировка, что это? Ее назначение, характеристики, виды и выбор. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-06. ციტირების თარიღი: 2021-11-06
  2. § 5 «Машины, на которые распространяется настоящий стандарт». ГОСТ Р ИСО 28927-10-2013
  3. Пункт 3.1.3, ГОСТ Р ИСО 28927-10-2013
  4. Затин