ლომისმთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლომისმთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში, ბორჯომისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. აგებულია X-XV საუკუნეებში.

ეკლესია მარტივი ტიპის დარბაზული ნაგებობაა, ის აგებულია ძველი ეკლესიის ნანგრევებით ძველ საძირკველზე და მდებარეობს მაღალ მთის წვერზე. მისი ზომებია: სიგრძე (4,45 მ), სიგანე (7,45 მ), ხოლო სიმაღლე (3,30 მ). ეკლესიის ირგვლივ გალავნის შემორჩენილი ფრაგმენტების კვალიც იკითხება, ნაგებობა გადახურულია გოფრირებული ორქანობიანი თუნუქით, არმოსავლეთ დასავლეთ და სამხრეთ კედლებზე თითო-თითო თაღოვანი სარკმელია დატანილი, ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, მისი ინტერიერი მარტივი გეგმარებისაა, საკურთხეველი ერთი საფეხურითაა დაშორებული მცირე დარბაზს, სამწუხაროდ ეკლესიას პირვანდელი სახე დაკარგული აქვს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39292