ლომისკბილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლომისკბილა
Leontodon hispidus)
Leontodon hispidus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  ლომისკბილა
ლათინური სახელი
Leontodon

ლომისკბილა (Leontodon) — მრავალწლოვან და ერთწლოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

აერთიანებს 50-ზე მეტ სახეობას, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროსზომიერი სარტყლის რაიონებში. საქართველოში 5 სახეობაა. Leontodon hispidus გავრცელებულია მთელ საქართველოში, იზრდება მდელოებსა და ბუჩქნარებში მთის ზედა სარტყლამდე. თაფლოვანი და საკვები მცენარეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 286, თბ., 1983
Leontodon saxatilis