ლომისის წმიდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლომისის წმიდა გიორგის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის თხინვალიაანთ უბანში. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8,8 X 8,7 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია, ჩრდილოეთით - ოთხკუთხა ნიში. სარკმლის ქვეშ მიდგმულია სატრაპეზო ქვა. დარბაზის სამხრეთ კედელში ძლიერ ვიწრო სარკმელია. სარკმელია დასავლეთ კედელშიც. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომლის საბჯენი თაღი ერთსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობა. ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში ჩასმული ორი დიდი ქვის ლოდი თითქმის კედლის ნახევარს ავსებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.