შინაარსზე გადასვლა

ლოკომოტივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლოკომოტივი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლოკომოტივი — რკინიგზის წევითი მოძრავი შემადგენლობა, განკუთვნილი რკინიგზის ლიანდაგზე მატარებლების და ცალკეული ვაგონების სატარებლად.[1]

სიტყვის ეტიმოლოგია წარმოიშვა — ფრანგ. locomotive-დან,[2] წარმოქმნილი ლათ. loco moveo-დან „ადგილიდან დაძვრა“.[2][3] ან ინგლ. locomotive-დან, ასევე წარმოქმნილი ლათ. lосō movēre-დან „ადგილიდან გადაადგილება“.[4]

ლოკომოტივების სხვადასხვა ტიპი. ნახატი 1922 წლის წიგნიდან. მარცხენა ზედა კუთხეში — სტეფენსონის ორთქლმავალი „რაკეტა“, მისგან მარჯვნივ — სამ ბორბლიანი კიუნიოს ხის ორთქლის ოთხთვალა (მიუხედავად იმისა, რომ ეს ლოკომოტივი არ არის), ქვემოთ — ორთქლის ტრაქტორი

მსოფლიოში პირველი ორთქლით თვითმავალი სატრანსპორტო საშუალება გამოგონებული იქნა 1769 წელს ნიკოლა ჟოზეფ კიუნიოს მიერ საფრანგეთში და მას ერქვა „ორთქლის ეტლი“ (ფრანგ. fardier à vapeur).[5] რკინიგზის პროტოტიპი არსებობდა ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, ძველ საბერძნეთში და ძველ რომში ქვის ბორბლებიან გზებზე ქიმებიანი ბორბლების ურიკებზე. შუასაუკუნოვან მაღაროებში უკვე იყენებდნენ მსგავს ხის რელსებს ვაგონეტების ბორბლებს სოლისებური შკივის სახით, მოგვიანებით ხანგრძლივობისათვის ლითონის ფურცლებით გარშემოხვეულები.[6][7] დაახლოებით 1738 წელს გამოყენება დაიწყო თუჯის რელსებმა, 1767 წელს რიჩარდ რეინოლდსმა გამოიყენა ფოლადის U-ს მსგავსი რელსები, რომლებიც მაგრდებოდნენ ხის ძელაკებზე. შემდგომში რელსებს აკეთებდნენ კუთხოვანი პროფილის სახით, ხოლო ურიკების ბორბლებს უკეთებდნენ ქიმებს. მაგრამ წევის ძალის სახით გამოიყენებოდნენ ცხენები, ხოლო მოგვიანებით სტაციონარული ორთქლის ჯალამბრები ტროსებთან ერთად. 1803 წელს სამხრეთ უელსში, რიჩარდ ტრევიტიკმა 1801 წელს მის მიერვე გამოგონილი ორთქლის ეტლი დააყენა რელსებზე, რითაც შექმნა მსოფლიოში პირველი ორთქლმავალი „კოლბრუკდეილი“, რომლითაც 1804 წლის 21 თებერვალს პირველად 15 კმ მანძილზე 5 ვაგონით გადაიტანა 10 ტონა რკინა და 70 მგზავრი (თუჯის რელსების ხშირი გატეხვის გამო მოძრაობამ გასტანა სულ რაღაც რამდენიმე თვე).[7] ამ მომენტიდან სხვადასხვა გამომგონებლები გარდამავალი წარმატებებით ქმნიდნენ ორთქლმავლების კუსტარულ სხვადასხვა მოდელებს ერთეულ ეგზემპლარებად, რომლებსაც სახელებს საკუთარს არქმევდნენ. მათ შორის აღმოჩნდა ჯორჯ სტეფენსონი,[8] რომელმაც 1814 წელს შექმნა თავისი პირველი „ბლიუხერი“ და შემდგომში დიდი წვლილი შეიტანა იმდროინდელ ორთქლმავალმშენებლობაში, კერძოდ მან შემოიტანა კონუსი და მრავალმილებიანი ქვაბი მისი სიმძლავრის გასაზრდელად, პირდაპირი უღლის ამძრავი გოგორწყვილებზე კბილოვანის და ჯაჭვურის ნაცვლად. 1823 წელს ის იწყებს მონაწილეობას მსოფლიოში პირველი, სიგრძით 21 კმ-ანი, საერთო სარგებლობის სტოქტონ—დარლინგტონის რკინიგზის მშენებლობაში, იმავდროულად ხსნის მსოფლიოში პირველ ორთქლმავლების წარმოების ქარხანას. ქარხანაში შექმნილ პირველ ორთქლმავალს სახელად დაერქვა „Locomotion № 1“.[6] 1825 წლის 27 სექტემბერს მასზე გაიარა 34 ვაგონისაგან შემდგარმა პირველმა მატარებელმა, რომელთაგან 28 იყო სამგზავრო, რომელიც მიყავდა ორთქლმავალ „Locomotion № 1-ს“. 1830 წელს გაიხსნა 50 კმ-ანი სიგრძის ლივერპული-მანჩესტერის რკინიგზა.[9] ამ პერიოდიდან რკინიგზების მშენებლობა იწყებს სწრაფ განვითარებას. 1831 წელს აშშ-ში აშენდა პირველი ორთქლმავლების ქარხანა, 1832 წელს იხსნება რკინიგზა საფრანგეთში, 1835 წელს გერმანიაში და ბელგიაში, 1853 წელს — ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთში, 1854 წელს — ავსტრალიაში, 1856 წელს ეგვიპტეში.[6] იმ დროისათვის, ორთქლის სატრანსპორტო საშუალებებიდან უკვე ყველგან იყო განვითარებული ორთქლმავლები, საფრანგეთში მდინარის ორთქლმავლების აშენება დაიწყეს 1803 წლიდან, რუსეთში 1815 წლიდან.[9]

რუსეთის იმპერიაში პირველი ორთქლმავალი გამოგონილი იქნა და აშენდა ნიჟნი ტაგილის მეტალურგიული ქარხანის მაღაროს საჭიროებისათვის მამა-შვილი ჩერეპანოვების მიერ 1834 წელს და აშენდა თუჯის რკინიგზა სიგრძით 834 მ. სიტყვა „ორთქლმავალი“ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ხმარებაში შემოსული, მაგრამ გამოიყენებოდა დასახელება „სახმელეთო ორთქლმავალი“. ქარხნის თანამშრომლების მიერ მაშინ ის სათანადოდ ვერ შეფასდა და შემდგომში დაუბრუნდნენ ცხენის წევას.[6] 1820 წელს სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვს შორის გაიხსნა რეგულარული სამგზავრო ცხენოსნური დილიჟანსური მოძრაობა. რუსეთში ორთქლის წევაზე საერთო სარგებლობის პირველი რკინიგზა, ცარსკოსელსკის რკინიგზა, შენდებოდა ფრანც ანტონ ფონ გერსტნერის ინიციატივით და ნაწილობრივ მისივე სახსრებით. მატარებლის მოძრაობა ჯერ კიდევ მშენებლობა დაუსრულებელ მონაკვეთზე განხორციელდა 1836 წლის 27 სექტემბერს, ხოლო რკინიგზის გახსნა შედგა 1837 წლის 30 ოქტომბერს. რელსები, სამაგრები, მოძრავი შემადგენლობა მისთვის თავიდან ნაყიდი იქნა საზღვარგარეთ. ორთქლმავლები — ინგლისის სტეფენსონისა და ბელგიის კოკერილის ქარხნებში. ვაგონებს სახელები ეწოდათ, კლასზე დამოკიდებულობით „ბერლინები“, „დილიჟანსები“ და „ვაგონები“. ასევე პრესაში და ხალხში იხმარებოდა გამოთქმა „მოსიარულე სამოვრები“, „სახმელეთო ორთქლმავალი ნაპირა გზაზე“, „ორთქლმავლის დილაჟანსელი“.[9]

ასე რომ, სავარაუდოდ, სიტყვა „ლოკომოტივი“ თანამედროვე მნიშვნელობით ქართულ ენაში აღმოცენდა ინგლისური და ფრანგული ენებიდან სესხების გზით, სადაც თავის მხრივ აღმოცენდა გახდა რა საერთო სახელი ჯორჯ სტეფენსონის შექმნილი ორთქლმავლის მოდელის დასახელებისგან და პირველად 1825 წელს წარდგენილი ფართე პუბლიკის წინაშე და გამოყენებული რამდენიმე წლის განმავლობაში მოძრაობისათვის მსოფლიოში პირველ საერთო სარგებლობის ორთქლის რკინიგზაზე. მომავალში ორთქლმავლებისგან განსხვავებული წევითი მოძრავი შემადგენლობის ახალი სახეობების გამოჩენამ (ელმავლები, თბომავლები, აირტურბომავლები და ა.შ.) მხოლოდ ხელი შეუწყო მისი მოხმარების დამაგრებას მათი საერთო აღნიშვნისათვის.

ლოკომოტივი არ არის განკუთვნილი უშუალოდ მგზავრთა გადაყვანისათვის, ტვირთების გადაზიდვისათვის და სხვა რაიმე სამუშაოების შესრულებისათვის, გარდა წევისა. მაგრამ სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების დაწყების პერიოდში ლოკომოტივის ნაირსახეობებს ასევე მიაკუთვნებდნენ მოტორვაგონებს, მაგრამ შემდგომში მოტორვაგონიანი მოძრავი შემადგენლობა აღარ კლასიფიცირდება, როგორც ლოკომოტივი.[10] წევითი ფუნქციების გარდა, ზოგიერთი ლოკომოტივი ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს მატარებლის შემადგენლობაში ვაგონების ელექტრომომარაგებისათვის.

ლოკომოტივების ტიპები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლოკომოტივები შეიძლება იყვნენ ავტონომიურები და არაავტონომიურები. ავტონომიურ ლოკომოტივებს აქვთ პირველადი ძრავი, რომელიც ასე თუ ისე გარდაქმნის მარაგი საწვავის ენერგიას მექანიკურ მუშაობაში. არაავტონომიური ლოკომოტივები მუშაობისთვის საჭირო ენერგიას იღებენ გარე წყაროდან — ელექტრული საკონტაქტო ქსელიდან.

ლოკომოტივების ძირითადი ტიპებია:

  • ორთქლმავალი — ავტონომიური ლოკომოტივი, რომლის პირველადი ძრავია ორთქლის მანქანა, რომელიც ენერგიას იღებს საწვავის წვის ხარჯზე, მოძრავი გოგორწყვილების უშუალო ამძრავი.[11] XX საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიო რკინიგზების დიდ უმრავლესობაში ორთქლმავლები გამოვიდნენ რეგულარული ექსპლოატაციიდან და შეიცვალნენ ლოკომოტივების სხვა ტიპებზე და XXI საუკუნეში უპირველეს ყოვლისა გამოიყენებიან ექსკურსიული რეტრო-მატარებლების სატარებლად.
  • თბომავალი — ავტონომიური ლოკომოტივი, რომლის პირველადი ძრავია შიდა წვის ძრავი, როგორც წესი, დიზელის ძრავი.[12] 2022 წლისთვის არაელექტროფიცირებული რკინიგზებისათვის ყველაზე უფრო გავრცელებული ლოკომოტივის ტიპი მთელ მსოფლიოში.
  • ელმავალი — არაავტონომიური ლოკომოტივი, რომელიც მოძრაობაში მოდის მასზე დაყენებული წევითი ელექტროძრავებით, რომლებიც ენერგიას ღებულობენ გარე ელექტროსისტემისგან წევის ქვესადგურების დახმარებით საკონტაქტო ქსელიდან, ან გაჩერებებზე დატენილ საკუთარ ბორტზე დამონტაჟებული აკუმულატორებიდან.[13] ელექტროფიცირებულ რკინიგზებზე ერთადერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ლოკომოტივების ტიპი მთელ მსოფლიოში.

ზემოთ ჩამოთვლილების გარდა, არსებობენ ლოკომოტივების სხვადასხვა ტიპები, რომლებმაც მოიპოვეს უფრო დაბალი გავრცელება:

  • აირტურბომავალი — ავტონომიური ლოკომოტივი, რომლის პირველადი ძრავია აირტურბინული ძრავი. კონსტრუქციის მიხედვით დანარჩენი თბომავლის მსგავსია.[14]
  • ელექტროორთქლმავალი — ორთქლმავლის არაავტონომიური ნაირსახეობა, რომელიც ენერგიას ღებულობს გარე ენერგოსისტემიდან წევის ქვესადგურების დახმარებით საკონტაქტო ქსელიდან და გადასცემს ქვაბს ელექტროგამახურებლების საშუალებით. ვერ მიიღეს გავრცელება და ორთქლმავლებიდან გადაკეთებულია ელექტროფიცირებულ რკინიგზაზე დროებითი გამოყენებისთვის ელმავლების დეფიციტის პირობებში.
  • ორთქლტურბომავალი — ავტონომიური ლოკომოტივი, რომლის პირველადი ძრავია ორთქლის ტურბინა.
  • ჰიბრიდული ლოკომოტივი — ლოკომოტივი, რომელსაც აქვს არანაკლები ორი სხვადასხვა ენერგიის წყარო.[15] ასეთებია: ელექტროთბომავალი, ელექტროორთქლმავალი (საწვავის წვის არსებობის შემთხვევაში ელექტროგამახურებელთან ერთად), თბოორთქლმავალი, თბოაირტურბომავალი.
  • გირომავალი — ლოკომოტივი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ძრავი, მაგრამ ენერგიას ინახავს მბრუნავი მქნევარის კინეტიკური ენერგიის სახით. უპირველეს ყოვლისა გამოიყენება მაღაროებში ან ტრანსპორტის შიდა საამქროებში, სადაც აკრძალულია გამონაბოლქვისა და ელექტრული ნაპერწკლების არსებობა.
  • უცეცხლო ორთქლმავალი — ლოკომოტივი, რომელიც იმარაგებს ენერგიას მაღალი წნევის რეზერვუარებში შეკუმშული ჰაერის პოტენციური ენერგიის სახით. მანქანის კონსტრუქციის მიხედვით მსგავსია ორთქლმავალთან. გამოიყენება მაღალი აფეთქებასაშიშ პირობებში, სადაც გამორიცხულია ელექტროფიკაციის, შიდა წვის ძრავებისა და ორთქლის ძრავების გამოყენება.

ფორმალურად არ არიან ლოკომოტივები, მაგრამ შეუძლიათ შეასრულონ მათი ფუნქციები:

ლოკომოტივების კლასიფიკაცია შესასრულებელი სამუშაოების სახეობების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგისტრალური ლოკომოტივები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მაგისტრალური ლოკომოტივი
სატვირთო-სამგზავრო ელმავალი Rc
  • ლოკომოტივები, განკუთვნილნი სამატარებლო სამუშაოებისათვის — სადგურებს შორის შემადგენლობის სატარებელი სამუშაოები. თავის მხრივ იყოფიან სატვირთო, სამგზავრო და სატვირთო-სამგზავრო ლოკომოტივებად. მაგისტრალური ლოკომოტივების გარე შეხედულობა და განლაგება სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და არა აქვთ საერთო სახე. ისინი შეიძლება იყვნენ ერთ-, ორ- და მრავალსექციანები.
  • სატვირთო და სამგზავრო ლოკომოტივებს აქვთ საკუთარი კონსტრუქციული სპეციფიკა, რომელიც მათ ქმნის უფრო მოსახერხებლად სატვირთო და სამგზავრო სამატარებლო სამუშაოების შესასრულებლად. საერთო აზრი: სატვირთო ლოკომოტივები უფრო ნელებია, მაგრამ შეუძლიათ უფრო მძიმე მასის მატარებლის ტარება; სამგზავრო ლოკომოტივები უფრო სწრაფებია, მაგრამ შეუძლიათ უფრო მსუბუქი მასის მატარებლის ტარება. მოცემული დაყოფა ტიპების მიხედვით ისტორიულად მოდის დაწყებული პირველი სერიული ორთქლმავლებიდან.

სამანევრო ლოკომოტივები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სამანევრო ლოკომოტივი
ТГМ23В
  • ლოკომოტივები, განკუთვნილები სამანევრო და გასატანი სამუშაოებისათვის — სადგურის შიგნით ვაგონების გადასაადგილებელი სამუშაოები და დატვირთვის ადგილიდან ვაგონების გატანა და სადგურზე ეკიპირება. ჩვეულებრივ საერთო შემთხვევაში აქვთ ერთი კაბინა ერთი მართვის პოსტთან ერთად ორივე მიმართულებაზე სამოძრაოდ. იყოფიან სამანევრო და საწარმოო ლოკომოტივებად. სამანევრო სამუშაოებისათვის ერთნაირად შესაძლებელია მათი გამოყენება, როგორც თბომავლებისა, ასევე ელმავლებისაც, ხოლო ადრე სამანევრო სამუშაოებისათვის ასევე გამოიყენებოდნენ ორთქლმავლები. რუსეთში დღეისათვის გამოყენებულ სამანევრო ლოკომოტივებს ძირითადად წარმოადგენენ თბომავლები. სამანევრო თბომავლები ყველა ერთსექციანებია, მაგრამ შეუძლიათ იმუშაონ „ერთობლიობებში“ მრავალი ერთეულის სისტემის მიხედვით, მათ შორის ბუსტერულ სექციებთან.
  • საწარმოო ლიანდაგებზე (საწარმოს, პორტის და სასაწყობო ტერმინალების ტერიტორია) ბოლო დროს ევროპაშიც და რუსეთშიც დაიწყო აქტიურად გამოყენება უფრო ეკონომიურმა და იაფმა ლოკომობილებმა, რომლებიც წარმოადგენენ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს და შეუძლიათ გადაადგილება, როგორც საავტომობილო გზებზე, ასევე ლიანდაგებზე.
  • ГОСТ 55056-2012. Транспорт железнодорожный. Основные понятия; термины и определения, Москва: Стандартинформ, 2013.
  • ГОСТ 56046-2014. Показатели использования локомотивов. Термины и определения, Москва: Стандартинформ, 2019.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ГОСТ 55056-2012. Транспорт железнодорожный. Основные понятия; термины и определения, Москва: Стандартинформ, 2013.
  2. 1 2 А. М. Прохоров., БСЭ3, 3-е изд., М, 1969—1978.
  3. Кузьмич В. Д., БРЭ, 2017.
  4. Локомотив // Этимологический словарь русского языка = Russisches etymologisches Wörterbuch : в 4 т. / авт.-сост. М. Фасмер ; пер. с нем. и доп. чл.‑кор. АН СССР О. Н. Трубачёва, под ред. и с предисл. проф. Б. А. Ларина [т. I]. — Изд. 2-е, стер. — М. : Прогресс, 1986—1987.
  5. Котурницкий П. В. Паровоз // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907
  6. 1 2 3 4 Сотников Е. А. Железные дороги мира из XIX в XX век // М.: Транспорт, 1993. — 200 с., ил. ISBN 5-277-01050-5. — С. 12-16.
  7. 1 2 Hanns Günther. Das Buch von der Eisenbahn — Ihr Werden und Wesen / Железная дорога. Её возникновение и жизнь. В переводе И. А. Горкиной // М.: Транспечать НКПС, 1930. — 243 с., ил.
  8. Стефенсон, Джордж // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  9. 1 2 3 История железнодорожного транспорта России, ტ. 1, СПб., 199415000 ეგზ., ISBN 5-85952-005-0.
  10. Что такое локомотив. Почему локомотив?. ციტირების თარიღი: 2021-06-10
  11. ГОСТ 55056-2012. Транспорт железнодорожный. Основные понятия; термины и определения, термин 53 «Паровоз», Москва: Стандартинформ, 2013.
  12. ГОСТ 55056-2012. Транспорт железнодорожный. Основные понятия; термины и определения, термин 52 «Тепловоз», Москва: Стандартинформ, 2013.
  13. ГОСТ 55056-2012. Транспорт железнодорожный. Основные понятия; термины и определения, термин 54 «Электровоз», Москва: Стандартинформ, 2013.
  14. ГОСТ 55056-2012. Транспорт железнодорожный. Основные понятия; термины и определения, термин 55 «Газотурбовоз», Москва: Стандартинформ, 2013.
  15. ГОСТ 55056-2012. Транспорт железнодорожный. Основные понятия; термины и определения, термин 57 «Гибридный локомотив», Москва: Стандартинформ, 2013.