ლოთი ქობალია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ვახტანგ (ლოთი) ქობალია (დ. 1950) — ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე.

1990 წლიდან ქობალია ხელმძღვანელობდა ეროვნული გვარდიის ზუგდიდის ბატალიონს. 1991-1992 წლებში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ სათავეში ჩაუდგა პუტჩისტების წინააღმდეგ ბრძოლას. აგრეთვე მონაწილეობდა აფხაზეთის ომში, რომელშიც ჩაერთო 1993 წლის ივლისში სოფ. ტამიშის გათავისულფების ოპერაციის დროს სამთავრობო ძალების გვერდით. აგვისტოში ზვიად გამსახურდიას ერთგულმა ეროვნული გვარდიის ნაწილებმა ქობალიას მეთაურობით დაიკავეს რამდენიმე ქალაქი დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ზუგდიდი. სექტემბერში ზუგდიდში ჩავიდა დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელმაც აღადგინა საქართველოს დევნილი მთვარობა და ლოთი ქობალია თავდაცვის მინისტრად დანიშნა. ოქტომბერში ბრძოლები სამთავრობო ჯარებსა და ზვიად გამსახურდიას მომხრე ძალებს შორის მიმდინარეობდა ქუთაისთან. ქობალიას რაზმები დამარცხნენ და სამეგრელოში გამაგრდნენ. ნოემბერში სამთავრობო ჯარებმა აიღეს ზუგდიდი. პროკურატურამ გამოსცა ლოთი ქობალიას დაპატიმრების ორდერი. ქობალია უკრაინაში გაიქცა, თუმცა 1994 წელს იგი კიევში დააკავეს. მოხდა მისი ექსტრადირება საქართველოში. 1996 წელს უზენაესმა სასამართლომ მას დახვრეტა მიუსაჯა სამშობლოს ღალატის, ბანდფორმირების ჩამოყალიბებისა და 6 ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თუმცა 1997 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულებით სიკვილით დასჯა შეიცვალა ოცწლიანი თავისუფლების აღკვეთით. 2004 წლის მაისში შეიწყალა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. [1][2] 2009 წელს შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“. [3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]