ლოგოპედია
ლოგოპედია (ბერძ. logos — სიტყვა და paideia — აღზრდა, სწავლება) — დეფექტოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის მეტყველების ნაკლს ნორმალური სმენის პირობებში, ამუშავებს სპეციალურ პედაგოგიურ ხერხებსა და მეთოდებს მისი გამოსწორებისა და ნორმალური მეტყველების აღდგენისათვის. ლოგოპედია მჭიდრო კავშირშია პედაგოგიკასთან, ფსიქოლოგიასთან, ფსიქიატრიასთან, ოტორინოლარინგოლოგიასთან, ანატომია-ფიზიოლოგიასთან და სხვა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რ. თაყაიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 277.