ლოგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოგანი
კოორდინატები: 60°34′02″ ჩ. გ. 140°24′10″ დ. გ. / 60.56722° ჩ. გ. 140.40278° დ. გ. / 60.56722; -140.40278
სიმაღლე 5959 
ლოგანი — კანადა
ლოგანი

ლოგანი (ინგლ. Mount Logan) — მწვერვალი წმინდა ილიას მთებში. კანადის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 5959 მ. მოქცეულია კლუანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. აგებულია გრანიტებით. დაფარულია მოზრდილი მყინვარებით, რომლებიც თითქმის მთის ძირამდე აღწევენ. დასაბამს აძლევს ხეობის ტიპის მყინვარებს. კალთაზე ეშვება დიდი მყინვარი ჰაბარდი. აღსანიშნავია აგრეთვე ლოგანის მყინვარი. სახელი ეწოდა უილიამ ედმუნდ ლოგანის (1798-1875) პატივსაცემად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]