ლობიო (კერძი)

ლობიო — ტრადიციული ქართული კერძი,[1] რომელიც სხვადასხვა სახის მოხარშულ ან ჩაშუშულ ლობიოს მოიცავს და ჩვეულებრივ შეიცავს ქინძს, კაკალს, ნიორსა და ხახვს. ლობიოს მრავალი ვარიაცია არსებობს, როგორც ცივი, ისე ცხელი სახით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიჩნეულია, რომ ლობიო წარმოშობით საქართველოდანაა. მიუხედავად იმისა, რომ კერძი შესაძლოა გაცილებით ძველი იყოს, ვიდრე თანამედროვე ქვეყნების ჩამოყალიბება, დღეს ყველაზე პოპულარული ვერსია მზადდება ლობიოთი, რომელიც ამერიკიდან ჩამოტანილია და საქართველოში მხოლოდ 1500 წლის შემდეგ გამოჩნდა. სხვა ბევრ ქართულ კერძთან მსგავსად, ლობიოც არის ცხარე. ტრადიციული რეცეპტებიდან ზოგიერთში არ გამოიყენება წითელი წიწაკა, არამედ მხოლოდ დაფქული შავი პილპილი.
მომზადება და ინგრედიენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლობიოს მომზადების მრავალი მეთოდი არსებობს. ყველაზე გავრცელებული ცივი ვარიანტი ლობიო ნიგოზით, ჩვეულებრივ მზადდება ლობიოთი, რომელსაც ხარშავენ, შემდეგ აბლენდერებენ ან ამოლესავენ ნიორთან, ხახვთან,[2] კაკალთან, ქინძთან, ყვითელ ყვავილთან, წიწაკასა და ძმართან ერთად, შემდეგ აჩერებენ რამდენიმე საათით ან მთელი ღამით დასამწნილებლად. ცხელი ვერსია, როგორც წესი, თეთრი ლობიოთი მზადდება.
ცხელი ლობიოს სხვა ვარიანტებში შეიძლება დამატებული იყოს ხორცი. ლობიოს წყალში და სანელებლებში გააჩერებდნენ ღამით. მეორე დღეს კი შემოდგამდნენ ცეცხლზე ან ღუმელში და ნელა ხარშავდნენ. მომზადებულ ლობიოს მიირთმევდნენ თიხის ქოთანში, მჭადთან და სხვადასხვა მწნილთან (მაგ. კომბოსტო ან კიტრი) ერთად.
ტრადიციულმა ლობიომ დროთა განმავლობაში შეიძინა სტანდარტული რეცეპტების სახე, თუმცა ინგრედიენტები ადგილმდებარეობის მიხედვით მაინც იცვლება.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Goldstein, Darra (1999). The Georgian Feast: The Vibrant Culture and Savory Food of the Republic of Georgia. University of California Press, გვ. 156. ISBN 0520219295.
- ↑ Clark, Melissa. (February 16, 2018) A Complex Red Bean Stew From Georgia. ციტირების თარიღი: September 3, 2018