ლობანოვ-როსტოვსკის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლობანოვ-როსტოვსკის სახლი
Дом Лобанова-Ростовского
The building of the Ministry of War 1817-1820 - panoramio.jpg
კოორდინატები 59°56′05″N 30°18′29″E / 59.934722° ჩ. გ. 30.308056° ა. გ. / 59.934722; 30.308056
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ანრი ლუი მონფერანი
თარიღდება 1817-1820
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810005000

ლობანოვ-როსტოვსკის სახლი (რუს. Дом Лобанова-Ростовского) — ისტორიული შენობა, რომელიც ცნობილია, ლობანოვ-როსტოვსკის რეზიდენციის სახელით. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს გამზირზე. აშენებულია ალექსანდრე ლობანოვ-როსტოვსკის დაკვეთით, ანრი ლუი მონფერანის მიერ 1817-1820 წლებში. ამჟამად სახლში განთავსებულია სასტუმრო. სახლის შესასვლელში ორი ლომის ძეგლი დგას.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი აშენებულია ნეოკლასიკურ ან იმპერიის სტილში, იგი გახლავთ ანრი ლუი მონფერანის ადრეული ნამუშევარი. შენობა გაფორმებულია ლამაზი დეკორებითა და სვეტებით. შენობის გეგმა სამკუთხა ფორმისაა. მისი მთავარი ფასადი, რომელიც საადმირალო გამზირს უყურებს, კორინთული ორდერის 8 სვეტით არის გაფორმებული. ლომები, რომელიც შესასვლელი მხარეების გვერდით არის განთავსებული, თეთრი კარარის მარმარილოსგან არის დამზადებული მოქანდაკე პაულო ტირისკონის მიერ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1828 წელს შენობა გაიყიდა, დაახლოებით ერთ მილიონ რუსულ რუბლად. აქ 1918 წლამდე განთავსებული იყო სახელმწიფო სამინისტროები, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სახლში შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური აკადემია, შემდგომში აერონავტიკის მუზეუმი, ხოლო მომდევნო წლებში საერთო საცხოვრებლად გადაკეთდა. 1918-1964 წლებში შენობაში განთავსებული იყო სკოლა. სკოლას არაერთხელ შეეცვალა ნომრები და დასახელება. 1941 წლიდან პეტერბურგის, ოქტომბრის ოლქის 239-ე საშუალო სკოლად იყო ცნობილი, რომელიც 1961 წლიდან ფიზიკა-მათემატიკურად გადაკეთდა. საბჭოთა დროს, საშუალო სკოლის შემდეგ, ამ შენობაში განთავსებული იყო №1 საპროექტო ინსტიტუტი, მომდევნო წლებში კი სამრეწველო შენობებისა და კომპლექსების შემუშავების მთავარი ორგანიზაცია. 1964 წლიდან, სკოლამ თავისი შენობა დაუთმო დიზაინის ინსტიტუტს, რომელიც აქ განთავსებული იყო 2004 წლამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Микишатьев М. Н. История дома со львами // Добкин А. И., Кобак А. В. Невский архив : историко-краеведческий сборник. — СПб.: Атхенеум, 2003. — Вып. 6. — С. 221—251.
  • Фокин М. Путешествие по набережным Фонтанки. — Центрполиграф, 2010. — 316 с. — ISBN 9785952446809.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]