ლობანოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლობანოვის სახლი
რუს. Дом Лобанова
Таганрог Греческая 32 фото 026.jpg
კოორდინატები 47°12′31″N 38°56′34″E / 47.2086° ჩ. გ. 38.9429° ა. გ. / 47.2086; 38.9429
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი 1897
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101192000

ლობანოვის სახლი (რუს. Дом Лобанова) აგრეთვე შჩუჩკინის სახლი[1] (რუს. Дом Щучкина) — ერთსართულიანი სახლი, არქიტექტურული ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1897 წელს. როსტოვის საოლქო საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწყვეტილების საფუძველზე ძეგლს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 32.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეშჩანმა მატვეი იაკოვევის ძე ლობანოვმა 1897 წელს ააგო ერთსართულიანი სახლი ბერძნების ქუჩა 32-ში[3]. 1906 წლის მდგომარეობით[4], სახლი ჯერ კიდევ მის მფლობელობაში იყო. ზოგეირთი მონაცემებით 1910 წლიდან, სხვა მონაცემით 1915 წლიდან[4] სახლი სახლი ნატალია დიმიტრის ასული შჩუშკინას მფლობელობაშია. მისი ქმარი ექიმი და სახელმწიფო მრჩეველი ივან პავლეს ძე შჩუშკინი XX საუკუნის დასაწყისიდან ტაგანროგის სამხედრო ექიმი იყო. ოჯახს ჰყავდა სამი შვილი. ერთადერთი ვაჟი პავლე სამხედრო სამსახურში იყო. 30 წლის ასაკში იგი ტრაგიკულად დაიღუპა აღმოსავლეთ პრუსიასთან ბრძოლაში. მისმა მამამ ივანემ 1915 წლის თებერვლის დასაწყისში მიაღწია ბრძოლის ველს და თავისი შვილის სხეული გადაასვენა ტაგანროგში[3]. В 1921 году в доме по улице Греческой, 32 находился приют № 10[4].

1921 წელს ბერძნების ქუჩა № 32-ში მდებარეობდა უპატრონო ბავშვთა სახლი № 10. 1992 წლიდან შენობას მიენიჭა არქიტექტურული ძეგლის სტატუსი და იცავდა კანონი[2]..

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლობანოვის სახლის ფასადი იყოფა სამ ნაწილად. კუთხის ნაწილებში განთავსებულია ფიგურული ფრონტონები. სახლის მარცხენა ნაწილში აგებულია ნაჭედი ჭიშკარი კუტიკარით. სახლის ეზოში აგებულია მცირე კოშკი აივნით. ვერანდა მდებარეობს ცენტრში. ფასადზე განთავსებულია რამდენიმე წრიული ფანჯარა[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Дом Щучкина
  2. 2.0 2.1 Жилой дом//Комплекс застройки улицы
  3. 3.0 3.1 Гаврюшкин О. П. Г12 «По старой Греческой…» (Хроника обывательской жизни) — Т.: ООО «Издательство „Лукоморье“», 2012. — 514 с. — ISBN — 5-901565-15-0
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Энциклопедия Таганрога