ლი ანდერსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლი ანდერსონი
Li Andersson
ლი ანდერსონი Li Andersson
ფინეთის განათლების მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა29 ივნისი, 2021
პრემიერ-მინისტრი  სანა მარინი
წინამორბედიიუსი სარამო
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ივნისი, 2019 – 17 დეკემბერი, 2020
პრემიერ-მინისტრიანტი რინე,
სანა მარინი
წინამორბედისანი გრან-ლაასონენი
მემკვიდრეიუსი სარამო

დაბადებული13 მაისი, 1987
ტურკუ, ფინეთი
პოლიტიკური პარტიამემარცხენე ალიანსი
განათლებააბოს აკადემია

ლი სიგრიდ ანდერსონი (შვედ. Li Sigrid Andersson; დ. 13 მაისი 1987, ტურკუ, ფინეთი) — ფინელი მემარცხენე პოლიტიკოსი, ფინეთის პარლამენტის წევრი 2015 წლიდან, პარტია მემარცხენე ალიანსის ხელმძღვანელი 2016 წლიდან, ქალაქ ტურკუს საქალაქო საბჭოს წევრი. სანა მარინის კაბინეტის განათლების მინისტრი 2019 წლის 10 დეკემბრიდან 2020 წლის 17 დეკემბრამდე[1]. მანამდე იგივე თანამდებობა ეკავა ანტი რინეს მთავრობაშიც 2019 წლის 6 ივნისიდან[2]. განათლების მინისტრი 2021 წლის 29 ივნისიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლი სიგრიდ ანდერსონი დაიბადა 1987 წლის 13 მაისს ფინეთის ქალაქ ტურკუში, ეთნიკური შვედების ოჯახში[3]. მისი მამა არის მხატვარი და მოქანდაკე იან-ერიკ ანდერსონი, ხოლო დედა ჟურნალისტი სივ სკოგმანი[3]. საკუთარი მოგონებების მიხედვით, როდესაც იგი იყო 16 წლის, მან მიიღო გადაწყვეტილება გამხდარიყო მემარცხენე ალიანსის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, მას შემდეგ, რაც წაიკითხა პაავო არხინმიაკის საგაზეთო სტატია, რომელიც ამ პერიოდში ხელმძღვანელობდა აღნიშნულ ორგანიზაციას. 2010 წელს ლი ანდერსონმა პოლიტოლოგიის მაგისტრის ხარისხით დაასრულა აბოს აკადემია, სადაც შეისწავლა საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები და ლტოლვილთა საკითხები. ასევე სწავლობდა რუსული ენისა და კულტურის კურსს.

2012 წელს გამოვიდა მისი და ორი თანაავტორის მიერ დაწერილი წიგნი, რომელიც ეხებოდა მემარჯვენე ექსტრემიზმსა და პოპულიზმს ფინეთში. ამ წიგნის პრეზენტაციის შემდეგ ულტრამემარჯვენე მოძრაობის წევრებმა არაერთხელ გააკრიტიკეს იგი.

2014 წელს მონაწილეობა მიიღო ევრო პარლამენტის არჩევნებში, თუმცა მემარცხენე ალიანსმა ვერ მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა. პარტიამ ევროპარლამენტში მხოლოდ ერთი დეპუტატის გაყვანა შეძლო[4].

2015 წლის ფინეთის პარლამენტის, ედუსკუნტის, არჩევნების დროს აირჩიეს დეპუტატად ვარსინაის-სუომის საარჩევნო ოლქიდან, არჩევნების შმედეგ კი აირჩიეს პარლამენტის მემარცხენე ალიანსის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ. არის პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრი.

2016 წლის თებერვალში, 28 წლის ლი ანდერსონმა განაცხადა, რომ შეეცდებოდა კენჭი ეყარა პარტია მემარცხენე ალიანსის თავმჯდომარის თანამდებობაზე[5] და 2016 წლის 6 ივნისის არაოფიციალურ არჩევნებზე მიიღო 3 913 ხმა (61,85 %), რის შემდეგაც თავმჯდომარეობის სხვა მსურველებმა მოხსნეს საკუთარი კანდიდატურები. პარტიის ყრილობაზე, რომელიც მიმდინარეობდა 2016 წლის 11 ივნისს ქალაქ ოულუში, ლი სიგრიდ ანდერსონი აირჩიეს პაერტიის ლიდერად[6][7]. მან აღნიშნულ პოსტზე შეცვალა პაავო არხინმიაკი. ლი ანდერსონის თქმით, პარტიის მიზანია ფინეთი აქციოს „საზოგადოებად, რომელშიც მოქალაქეების მოთხოვნილებები და ადამიანის უფლებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული“[8].

2019 წლის ნოემბერში იგი კვლავ აირჩიეს პარტიის ხელმძღვანელად, თუმცა ამ დროისათვის მას კონკურენტი არ ჰყოლია. 2019 წლის 6 ივნისს ანტი რინეს კაბინეტში მიიღო განათლების მინისტრის პორტფელი, აღნიშნულ თანამდებობაზე რჩება სანა მარინის მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობაშიც 2019 წლის 10 დეკემბრიდან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tässä ovat Marinin hallituksen ministerit – joukko äänikuningattaria, pikapaluun tekijä, maailman nuorin pääministeri Finnish. Yle (9 December 2019). ციტირების თარიღი: 11 December 2019.
  2. Government of Prime Minister Antti Rinne. Finnish Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-06. ციტირების თარიღი: 2019-06-09.
  3. 3.0 3.1 Мазикина, Лилит. (2019-12-18) Как «молодая шпана» управляет Финляндией: Дочь однополой пары, «Пеппи Длинныйчулок» и другие женщины у власти. Kulturologia.Ru. ციტირების თარიღი: 2019-12-19.
  4. Results of the 2014 European elections – Results by country – Finland – European Parliament.
  5. STT: Li Andersson lähtee vasemmistoliiton puheenjohtajakilpaan. Yle Uutiset (2016-02-03). ციტირების თარიღი: 2016-06-06.
  6. Li Andersson voitti vasemmistoliiton jäsenäänestyksen uudesta puheenjohtajasta. YLE (2016-06-06). ციტირების თარიღი: 2016-06-06.
  7. Li Andersson kruunattiin virallisesti puheenjohtajaksi. Iltalehti (2016-06-11). ციტირების თარიღი: 2016-06-11.
  8. Ли Андерссон избрана председателем Союза левых сил: «мудрость не скрывается в лидерах»