შინაარსზე გადასვლა

ლიხტენშტაინის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიხტენშტაინის სამთავროს კონსტიტუცია (გერმ. Verfassung des Fürstentums Liechtenstein) ― ლიხტენშტაინის უზენაესი კანონი. ჩაანაცვლა ლიხტენშტაინის 1862 წლის კონსტიტუცია და ძალაშია 1921 წლის 5 ოქტომბრიდან.

კონსტიტუციას ხელი მოაწერა ლიხტენშტაინის მთავარმა, იოჰან II-მ. კონსტიტუცია საპარლამენტო სისტემისა და კონსტიტუციური მონარქიის შერეულ მოდელს აყალიბებს და ლიხტენშტაინის ლანდთაგის გადაწყვეტილებების რეფერენდუმზე განხილვის შესაძლებლობასაც მოიცავს.[1] კონსტიტუციის მიხედვით, გაუქმდა სამი ადგილი ლანდთაგში, რომელთაც პრინცი ნიშნავდა, ხოლო ხმის მიცემის ასაკი 24 წლიდან 21 წლამდე შემცირდა.[2] 1984 წელს ჩატარებული ეროვნული რეფერენდუმის შემდეგ მამაკაცთა ხმის მიცემის უნივერსალური უფლება ხმის მიცემის უნივერსალური უფლებით ჩანაცვლდა.

  • თავი I — სამთავრო
  • თავი II — მმართველი მთავარი
  • თავი III — სახელმწიფოს ვალდებულებები
  • თავი IV — ლიხტენშტაინის მოქალაქეთა ზოგადი უფლებები და ვალდებულებები
  • თავი V — პარლამენტი
  • თავი VI — ეროვნული კომიტეტი
  • თავი VII — მთავრობა
  • თავი VIII — სასამართლოები
  • თავი IX — ადმინისტრაციული ორგანოები და სამოქალაქო მოსამსახურეები
  • თავი X — მუნიციპალიტეტები
  • თავი XI — კონსტიტუციის დამატებები და ინტერპრეტაცია
  • თავი XII — საბოლოო დებულებები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Dieter Nohlen|Nohlen, D & Stöver, P (2010) Elections in Europe: A data handbook, p1156 ISBN 978-3-8329-5609-7
  2. Nohlen & Stöver, p1158