შინაარსზე გადასვლა

ლიხაურის ღვთისმშობლის ხატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიხაურის ღვთისმშობლის ხატი — ღვთისმშობლის სამი ხატი ლიხაურის ეკლესიის საგანძურიდან.

აღნიშნული ხატი (0,37x0,3 მ.) დიმიტრი ბაქრაძემ პირველად მოინახულა და აღწერა 1873 წელს, ხოლო 1890 წელს — ნიკოდიმ კონდაკოვმა და 1907 წელს კი ექვთიმე თაყაიშვილმა გამოაქვეყნეს თავის ნაშრომებში. ხატი შეტანილია ერმაკოვის კატალოგშიც (№2014, 2015).

ღვთისმშობლის ხატი ჩვილედით შემკული იყო ვერცხლის პერანგით, რომლის წინა მხარეს ქვევით არშიაზე ეწერა:

ვიკიციტატა
„Ⴕ. Ⴋ. ႷႣ. ႼႭ. ႫႤႭႾ ႣႠ. ႫႴႰႥႪ. ႤႵႫ... ႮႲႰႭႬႱႠ. ႩႾႡႰႱ. ႣႠ. ႫႱႱႠ. ႫႳႠ. ႱႠႥႨႭႵႱ. ჁႼႬ. ႣႠ. ႫႱႱ. ႫႸႤႬႤႡႪႱ. ႾႥႱ. ႣႠ. ႫႱ. ႫႬႱ. ႫႵႤ.“
(ქორინიკონსა 40 (1352). ყოვლად წმიდაო, მეოხ და მფარველ ექმენ პატრონს კახაბერს და მისსა მეუღლესა სავჩუქს, ამინ, და მისს მაშენებელს ხავს (?) და მის მონას მიქე[ლს].)

უკანა მხარეს:

ვიკიციტატა
„Ⴕ჻ ႣႤႣႠႳ჻ ႫႤႳჄ჻ ႣႠ ႫႴႠႰႥႤႪ჻ ႤႵႫႤႬ჻ ႱႪႱႠ჻ ႣႤႫႤႲႰႤႱ჻ ႫႠႽႳႲႠႻႨႱႠႱႠ჻ ႣႶႤႱႠ჻ ႫႠႱ჻ ႢႠႬႩႨႧჄႥႨႱႠႱႠ჻ ႤႱႤ ႦႳႰႢႨႱႠ჻ ႥႤႰႺჄႪႨ჻ ႫႨႱႨ჻ ႨႷႭ჻ ႣႤႩႠႬႭႦႱႠ჻ ႢႨ~ႢႨ჻ ႿႠႸႱႠ჻ ႣႠ ႫႤႳႶႪႤႱႠ჻ ႫႨႱႱႠ჻ ႢႳႪႣႠႫႱ჻ ႸႬႱ ႶႬ჻ ႻႤႱႠ჻ ႫႨႱႠ჻ ႨႪႠႰႨႭႬႱ჻ ႣႠ ႫႤႳႶႪႤႱႠ჻ ႫႨႱႱႠ჻ ႸႬ჻ ႶႬ჻ ႠႫႠ჻ ႦႳႰႢႨႱႠ჻ ႫႭႽႤႣႨႱ჻ ႫႭႫႽႨႰႬႱႠ჻ ႣႤႩႠႬႭႦႱႠ჻ ႦႠႵႠႰႨႠ჻ ႿႠႸႱႠ჻ ႣႠ ႫႤႳႶႪႤႱႠ჻ ႫႨႱႱႠ჻ ႤႪႨႱႠႡႤႣႱ჻ ႸႬႱ჻ ႶႬ჻ ႱႪႱႠ჻ ႫႠႧႤႱ჻ ႡႭႡႭႷႥႠႱႻႤႱႠ჻ ႣႠ ႫႤႳႶႪႤႱႠ჻ ႫႨႱႱႠ჻ ႨႰႨႬႤႱ჻ ႣႠ ႻႤႱႠ჻ ႫႨႱႱႠ჻ ႨႬႤ჻ ႸႬႱ჻ ႶႬ჻ ႭႵႰႭ჻ ႫႽႤႣႤႪႱႠ჻ ႫႨႵႠႤႪ჻ ႼႳႪႻႤႱ჻ ႣႠ ႫႤႳႶႪႤႱႠ჻ ႫႨႱႱႠ჻ ႸႬႱ჻ ႶႬ჻ ႱႪႱႠ჻ ႫႭႻႶႥႠႰႱ჻ ႨႬႤ ႡႤႰႠႻႤႱႠ჻ ႸႬႱ჻ ႶႬ჻“
(დედაო მეოხ და მფარველ ექმენ სულსა დემეტრეს მაჭუტაძისასა დღესა მას განკითხვისასა. ესე ზურგისა ვერცხლი მისი იყო. დეკანოზსა გიორგი ჯაშსა და მეუღლესა მისსა გულდამს შეუნდვეს ღმერთმან. ძესა მისა ილარიონს და მეუღლესა მისსა შეუნვენ ღმერთმან. ამა ზურგისა მომჭირნისა დეკანოზსა ზაქარია ჯაშსა და ეუღლესა მისსა ელისაბედს შეუნდვეს ღმერთმან. სულსა მათეს ბობოყვასძესა და მეუღლესა მისსა ირინეს და ძესა მისსა იოანე შეუნდვეს ღმერთმან. ოქრომჭედელსა მიქაელ წულძეს და მეუღლესა მისსა შეუნდვეს ღმერთმან. მოძღვარს იოანე ბერაძესა შეუნდვეს ღმერთმან)

ღვთისმშობლის ვერცხლის ეს ხატი (0,12x0,1 მ.) აღწერილი აქვს დიმიტრი ბაქრაძეს, ფოტო შეტანილი აქვს კონდაკოვსაც თავის აღწერაში და შესულია ერმაკოვის კატალოგშიც (№2012, 2013).

ვიკიციტატა
„Ⴕ: ႶႭ: ႣႠႱႠႦႠႰႭႱႠ: ႶႨႱ: ႫႸႡႪႭ: ႠႣႨႣႤ: ႭႰႧႠႥႤ: ႸႠ: ႺႾႰႡႠႧႠ: ႢႳႰႨႤႪႨ: ႢႨ: ႣႴႪႨ: ႤႪႤႬႤ: ႣႠ: ႻႤႬႨ: ႫႧႨ: ႣႠ: ႠႫႨႱ: ႸႤႫႫႩႡႪႱႠ: ႣႠႷႳႣႤႡႳႪႱႠ: ႫႰႫႱ: ႱႱႴႥႪႨ: ႺႠႧႠ: ႣႠႳႫႩႥႨႣႰႤ:“
(ღმერთო დასაზაროსა ღვთისმშობელო ადიდე ორთავე შინა ცხოვრებითა გურიელი გიორგი, დედოფალი ელენე და ძენი მათნი. და ამის შემკობელსა დაყუდებულსა მარიამს სასუფეველი ცათა დაუმკვიდრე.)

აღნიშნული ხატი (0,31x0,23 მ.) არ აქვს დიმიტრი ბაქრაძეს აღწერილი, თუმცა გვხვდება კონდაკოვთან, თაყაიშვილთან და დიმიტრი ერმაკოვის კატალოგშიც (№2041).

ღვთისმშობლის ხატზე, რომელიც მდარე ხელობისაა, მხედრულის ხელით ზემოთ აწერია:

ვიკიციტატა
„ყოვლა წმინდა.“

და ქვემოთ:

ვიკიციტატა
„ყოვლა წმინდაო, შეიწყალე სული გულბდის მას დღესა განკითხვისასა.“