ლიცენცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიცენცია (ლათ. licentia — ნებართვა) — პოეტური, მხატვრული ხერხი, როდესაც მკაფიო პოეტური გამომსახველობის მიზნით ირღვევა ლოგიკურ-აზრობრივი, გრამატიკული ან სტილისტური ნორმა. ამ საფუძველზე შექმნილი სახე მაინც ინარჩუნებს მხატვრულობას, ემოციურობას. მაგ: „აწ მოყვარე გიპოვნივარ დისაგანცა უფრო დესი“ (რუსთაველი). „ეხლა კი გზა ეკლებზე უფრო უეკლესია“ (ტაბიძე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]