ლიუთფი ზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიუთფი ზადე
აზერ. Lütfəli Rəhim oğlu Əsgərzadə
დაბ. თარიღი 4 თებერვალი, 1921(1921-02-04)[1] [2]
დაბ. ადგილი ნოვხანი, Baku Uyezd, აზერბაიჯანის სსრ[3] ან ბაქო[4]
გარდ. თარიღი 6 სექტემბერი, 2017(2017-09-06)[5] [6] (96 წლის)
გარდ. ადგილი ბერკლი
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
მოქალაქეობა  აზერბაიჯანი
 აშშ
 ირანი
საქმიანობა მათემატიკოსი[4] , ინჟინერი, პროფესორი, ინფორმატიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი[4]
მუშაობის ადგილი კალიფორნიის უნივერსიტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, კოლუმბიის საინჟინრო და გამოყენებითი მეცნიერებების სკოლა, თეირანის უნივერსიტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტი[7]
განთქმული მოსწავლეები ჯოზეფ ამადეი გოგუენი
შვილ(ებ)ი Norm Zada
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[8] , IEEE-ის ჯეიმზ მალიგანის საგანმანათლებლო მედალი[9] , ბენჯამინ ფრანკლინის მედალი, IEEE-ის ღირსების მედალი[10] , ACM - AAAI ალენ ნეველის ჯილდო, ერინგენის მედალი, რიჩარდ ჰემინგის მედალი[11] , რიჩარდ ე. ბელმანის კონტროლის მემკვიდრეობის ჯილდო, „მეგობრობის“ ორდენი, ნიზამი განჯევის ოქროს მედალი, BBVA ფონდის საზღვრების ცოდნის ჯილდო, honorary doctorate of the University of Oviedo[12] , ACM-ის წევრი, IEEE-ის წევრი, გრანადის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[13] , რუფუს ოლდენბურგერის მედალი, AAAI Fellow[14] და Kampé de Fériet Award

ლიუთფი ზადე (აზერ. Lütfəli Rəhim oğlu Ələsgərzadə[15] ლიუთფალი რაჰიმის ძე ალასკერზადე; დ. 4 თებერვალი 1921, ბაქო, აზერბაიჯანი — გ. 6 სექტემბერი 2017, ბერკლი, აშშ)[16][17]აშშ-ში მოღვაწე აზერბაიჯანელი მათემატიკოსი, პროგრამისტი, ელექტროინჟინერი, ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი და კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის ინფორმატიკის ემერიტუს-პროფესორი.

ზადე ცნობილი იყო არამკაფიო მათემატიკის ჩამოყალიბებით და მასთან დაკავშირებული კონცეფციებით: არამკაფიო სიმრავლე,[18] არამკაფიო ლოგიკა,[19] არამკაფიო ალგორითმები,[20] არამკაფიო სემანტიკა,[21] არამკაფიო ენები,[22] არამკაფიო მართვა,[23] არამკაფიო სისტემები,[24] არამკაფიო ალბათობა,[25] არამკაფიო მოვლენები[25] და არამკაფიო ინფორმაცია.[26]

ზადე ევრაზიული აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი იყო.[27]

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიუთფი ზადე 1921 წელს ბაქოში, აზერბაიჯანის სსრ-ის დედაქალაქში დაიბადა, როგორც ლიუთფი ალასკერზადე.[28] მამა, ირანის აზერბაიჯანელი არდებილიდან, რაჰიმ ალასკერზადე, ჟურნალისტი იყო ირანიდან და დედა, რუსი ებრაელი, ასევე ირანის მოქალაქე ფანია კორენმანი იყო,[29][30] პედიატრი ოდესიდან.[31][32] ამ პერიოდში, საბჭოთა მთავრობა უცხოელ კორესპონდენტებს კარგად ეპყრობოდა და ოჯახი მშვიდად ცხოვრობდა ბაქოში.[33] ზადე სამი წლის განმავლობაში დაწყებით სკოლაში სწავლობდა, რაზეც მან აღნიშნა, რომ „ჩემი აზროვნებისა და ჩემი თავლსაზრისზე, მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი გავლენა მოახდინა, საგნებთან მიმართებაში“.[34]

1931 წელს, როდესაც ზადე ათი წლის იყო, მისი ოჯახი თეირანში, ირანის დედაქალქში, მამის სამშობლოში გადავიდა საცხოვრებლად. ზადე სასწავლოდ ალბორცის კოლეჯში ჩაირიცხა, რომელიც პრესვიტერიანულ მისიონერულ სკოლას წარმოადგენდა, სადაც მომდევნო რვა წლის განმავლობაში სწავლობდა. ის ამავე კოლეჯში შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ფაიას.[33] ზადე ამბობს, რომ მასზე „ღრმად გავლენა მოახდინის“ „ძალიან ღირსეულმა, არაჩვეულებრივმა, პატიოსანმა და სასარგებლო“ მისიონერებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ კოლეჯით. „ჩემთვის ისინი საუკეთესონი იყვნენ, რაც შეიძლება გეპოვნა ამერიკის შეერთებულ შტატებში — ხალხი შუა დასავლეთიდან, ძლიერი ფესვებით. ისინი მართლაც კარგი სამარიტელები იყვნენ — სხვების სასარგებლოდ საკუთარი თავის გასაწირად მზა ხალხი. ასე, რომ ეს დიდი გავლენა იქონია ჩემზე და სურვული გამიჩინა, მეცხოვრა შეერთებულ შტატებში.“[34] ამ დროის განმავლობაში, ზადეს უკვე რამდენიმე პატენტი გადაეცა.[33]

მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ენას უფრო თავისუფლად ფლობდა ვიდრე სპარსულს, ზადემ ჩააბარა ეროვნულ საუნივერსიტეტო გამოცდები და შედეგებით მესამე ადგილზე გავიდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.[33] როგორც სტუდენტი, უნივერსიტეტში სწავლის პირველი ორი წლის განმავლობაში, თავის კლასში აკადემური დასწრებით პირველი იყო. 1942 წელს დაამთავრა თეირანის უნივერსიტეტი ელექტროინჟინრის ხარისხით, ამით იგი იმ წელს მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ სამი სტუდენტიდან, რომლებიც დაეუფლნენ ამ სფეროს, რადგან მეორე მსოფლიო ომის შედეგად შექმნილ არეულობის გამო, აშშ, ბრიტანეთი და საბჭოთა კავშირში ირანში შეიჭრა, რომლის მმართველი, რეზა-შაჰ ფეჰლევი პრო-გერმანული იყო. ირანის ტერიტორიაზე 30 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი იყო, ხოლო ამ დროს ზადე მამასთან ერთად ამერიკელებთან მუშაობდა, სადაც ისინი ამერიკელების ტექნიკასა და სამშენებლო მასალებს აწცდიდნენ.[35]

1943 წელს, ზადე გადაწყვიტა ემიგრირებულიყო შეერთებულ შტატებში და გაიმგზავრა ფილადელფიაში კაიროდან, მას შემდეგ, რაც თვეების დაგვიანებით ელოდებოდა სათანადო საბუთებს ან სწორ გემებს. იგი, 1944 წლის შუა რიცხვებში ჩავიდა აშშ-ში და ჩააბარა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT), ასპირანტურაზე.[35] შეერთებულ შტატებში, მან თავისი სახელი შეცვალა ლიუთფი ალასკერ ზადეზე.[28]

1946 წელს, ზადემ მიიღო მაგისტრის ხარისხი ელექტროტექნიკაში MIT-ში, შემდეგ კი მიმართა კოლუმბიის უნივერსიტეტს, რადგან მისი მშობლები ნიუ-იორკიში დასახლდნენ.[35] კოლუმბიის უნივერსიტეტმა აღიარა იგი, როგორც დოქტორანტი და აგრეთვე შესთავაზა მას მუშაობაც.[35] 1949 წელს, ზადემ მიიღო დოქტორის ხარისხი ელექტროტექნიკაში და მომდევნო წელს ასისტენტ-პროფესორიც გახდა.[32][35]

ზადე ათი წლის განმავლობაში ასწავლიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, 1957 წელს კი გახდა სრული პროფესორი. 1959 წლიდან ასწავლიდა კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში. 1965 წელს, ზადემ გამოაქვეყნა თავისი ფუძემდებელი ნაშრომი არამკაფიო სიმრავლეებზე, სადაც მან დეტალურად წარმოადგინა არამკაფიო მათემატიკის თეორიის კომპლექტი. 1973 წელს, მან თავისი არამკაფიო ლოგიკის თეორია წარადგინა.

პირადი ცხოვრება და შეხედულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზადეს უწოდებდნენ „ნაციონალიზმიდან სწრაფად გადამდგარი და დაჟინებით გადასული უფრო ღრმა საკითხების გადაწყვეტაზე ცხოვრებაში“, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „საკითხი არ არის იმაში ნამდვილად ვინ ვარ მე: ამერიკელი, რუსი, სპარსი, აზერბაიჯანელი ან რაიმე სხვა. მე ყველა ამ ერის და კულტურისა მატარებელი ვარ და მათ შორის საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს.“[36] მან იგივე ინტერვიუში აღნიშნა: „სიჯიუტე და შეუპოვრობა. ნუ გეშინიათ დაპირისპირების. ესაა თურქული ტრადიცია და ეს არის ჩემი ხასიათიც, მე ძალიან მკაცრი ვარ, ეს ალბათ სასარგებლო იყო არამკაფიო ლოგიკის განვითარებისთვის.“[37] მან თავისთავი უწოდა: „ამერიკელ, მათემატიკურად ორიენტირებულ, სპარსული წარმოშობის ელექტროინჟინრად, რომელიც რუსეთში დაიბადა.“[32]

ზადე დაქორწინებულიყო ფაი ზადეზე, რომლებსაც საერთო ორი შვილი ჰყავდათ — სტელა ზადე და ნორმან ზადე.

ზადე, 2017 წლის 6 სექტემბერს, კალიფორნიის შტატის ქალაქ ბერკლში,[38] თავის სახლში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.[16][17] იგი დაკრძალულია აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, სადაც დაიბადა. მის დაკრძალვას ესწრებოდა „მაღალი რანგის ადამიანები“, მათ შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტი.[39] გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, თეირანის უნივერსიტეტმა გამოსცა არასწორი ინფორმაცია, რომ ზადე გარდაიცვალა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ უნივერსიტეტმა ბოდიში მოიხადა არასწორი ინფორმაციისთვის.[40]

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Google Scholar-ის მონაცემებით, 2017 წლის სექტემბრითვის, ზადე სამეცნიერო ნაშრომებში 180 000-ჯერ აღინიშნა, ხოლო 1965 წელს „არამკაფიო სიმრავლეები“ 90 000 ციტირება ჰქონდა.[41]

რჩეული პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1965. "Fuzzy sets". Information and Control. 1965; 8: 338–353.
  • 1965. "Fuzzy sets and systems". In: Fox J, editor. System Theory. Brooklyn, NY: Polytechnic Press, 1965: 29–39.
  • 1972. "A fuzzy-set-theoretical interpretation of linguistic hedges". Journal of Cybernetics 1972; 2: 4–34.
  • 1973. "Outline of a new approach to the analysis of complex systems and decision processes". IEEE Trans. Systems, Man and Cybernetics, 1973; 3: 28–44.
  • 1974. "Fuzzy logic and its application to approximate reasoning". In: Information Processing 74, Proc. IFIP Congr. 1974 (3), pp. 591–594.
  • 1975. "Fuzzy logic and approximate reasoning". Synthese, 1975; 30: 407–428.
  • 1975. "Calculus of fuzzy restrictions". In: Zadeh LA, Fu KS, Tanaka K, Shimura M, editors. Fuzzy Sets and their Applications to Cognitive and Decision Processes. New York: Academic Press, 1975: 1–39.
  • 1975. "The concept of a linguistic variable and its application to approximate reasoning", I-III, Information Sciences 8 (1975) 199–251, 301–357; 9 (1976) 43–80.
  • 2002. "From computing with numbers to computing with words — from manipulation of measurements to manipulation of perceptions". International Journal of Applied Math and Computer Science, pp. 307–324, vol. 12, no. 3, 2002.
  • 2012. Computing With Words. Principal Concepts and Ideas. Berlin: Springer, 2012.
პუბლიკაციების სრული სია განთავსებულია ვებ-გვერდზე: http://www.cs.berkeley.edu/~zadeh/

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • McNeil, Daniel and Freiberger, Paul. Fuzzy Logic: The discovery of a revolutionary computer technology - and how it is changing our world. New York: Simon & Schuster, 1993. ISBN 0-671-73843-7
  • Fuzzy Sets and Systems. The main journal of the field which contains many contributions by its founder.
  • Zadeh, Fay. "My Life and Travels with the Father of Fuzzy Logic". 1998, TSI Press, Albuquerque, NM.
  • Zadeh, Lofti A. "Lotfi Visions", two-part interview with Jack J. Woehr, Dr. Dobb's Journal, July, 1994 (part 1) and August, 1994 (part 2).
  • Seising, Rudolf: The Fuzzification of Systems. The Genesis of Fuzzy Set Theory and Its Initial Applications - Developments up to the 1970s (Studies in Fuzziness and Soft Computing, Vol. 216) Berlin, New York, [et al.]: Springer 2007.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dumitras A., Moschytz G. Understanding Fuzzy Logic: An Interview with Lotf i Zadeh [DSP History] // IEEE: Signal Processing MagazineIEEE, 2007. — Vol. 24, Iss. 3. — P. 102–105. — ISSN 1053-5888; 1558-0792doi:10.1109/MSP.2007.361606
  2. Lotfi Zadeh, Father of Mathematical ‘Fuzzy Logic,’ Dies at 96
  3. Lütfi Zadə dünyaya nələr bəxş etdi...
  4. 4.0 4.1 4.2 Czech National Authority Database
  5. Lotfi Zadeh has passed awayკალიფორნიის უნივერსიტეტი, 2017.
  6. გუგენჰაიმის მუზეუმი — 1937.
  7. Mathematics Genealogy Project — 1997.
  8. Guggenheim Fellows database
  9. https://www.ieee.org/content/dam/ieee-org/ieee/web/org/about/awards/recipients/education-rl.pdf
  10. https://www.ieee.org/content/dam/ieee-org/ieee/web/org/about/awards/recipients/moh-rl.pdf
  11. https://www.ieee.org/content/dam/ieee-org/ieee/web/org/about/awards/recipients/hamming-rl.pdf
  12. https://secretaria.uniovi.es/c/document_library/get_file?uuid=29b8a691-7ceb-48a7-abfa-ce1ae8bf58b9&groupId=952290
  13. http://archivo.ugr.es/pages/trabajosdocumentos/honoriscausa
  14. https://aaai.org/about-aaai/aaai-awards/the-aaai-fellows-program/elected-aaai-fellows/
  15. Diasporla İş üzrə Dövlət Komitəsi
  16. 16.0 16.1 Staff (September 7, 2017) "Lotfi Zadeh has passed away" EECS at UC Berkeley: News
  17. 17.0 17.1 Associated Press (September 8, 2017) "Lotfi Zadeh dead: Computing revolutionary and founder of fuzzy logic dies aged 96" International Business Times
  18. Zadeh, L. A. (1965). „Fuzzy sets“. Information and Control. 8 (3): 338–353. doi:10.1016/S0019-9958(65)90241-X.
  19. Zadeh, L. A. (1996). „Fuzzy logic = computing with words“. IEEE Transactions on Fuzzy Systems. 4 (2): 103–111. doi:10.1109/91.493904.
  20. Zadeh, L. A. (1968). „Fuzzy algorithms“. Information and Control. 12 (2): 94–102. doi:10.1016/S0019-9958(68)90211-8.
  21. Zadeh, L. A. (1971). „Quantitative fuzzy semantics“. Information Sciences. 3 (2): 159–176. doi:10.1016/S0020-0255(71)80004-X.
  22. Lee, E. T.; Zadeh, L. A. (1969). „Note on fuzzy languages“. Information Sciences. 1 (4): 421–434. doi:10.1016/0020-0255(69)90025-5.
  23. Zadeh, L. A. (1972). „A Rationale for Fuzzy Control“. Journal of Dynamic Systems, Measurement, and Control. 94: 3. doi:10.1115/1.3426540.
  24. Zadeh,, L.. Toward a theory of fuzzy systems (1969). ციტირების თარიღი: 2014.
  25. 25.0 25.1 Zadeh, L. A. (1984). „Fuzzy probabilities“. Information Processing & Management. 20 (3): 363–372. doi:10.1016/0306-4573(84)90067-0.
  26. Zadeh, L. A. (1997). „Toward a theory of fuzzy information granulation and its centrality in human reasoning and fuzzy logic“. Fuzzy Sets and Systems. 90 (2): 111–127. doi:10.1016/S0165-0114(97)00077-8.
  27. ევრაზიული აკადემიის ოფიციალური საიტი
  28. 28.0 28.1 McNeil & Freiberger, p.17
  29. Zadeh, Lotfi A (2015-05-21). „Fuzzy logic—a personal perspective“. Fuzzy Sets and Systems. 281: 4–20. doi:10.1016/j.fss.2015.05.009. ციტირების თარიღი: 2015-06-16.
  30. "Jews in Computer & Information Science" on the JINFO.org website
  31. Анвар Унугви "Жанет Селимова" (Mamoirs of Lotfi A. Zadeh's cousin in Baku, theatrical director, professor Zhanet Selimova).
  32. 32.0 32.1 32.2 Gale, Thomson. Lotfi Asker Zadeh Biography World of Computer Science
  33. 33.0 33.1 33.2 33.3 McNeil & Freiberger, p.18
  34. 34.0 34.1 Blair, Betty. Interview with Lotfi Zadeh (December 1999) in "Famous People: Then and Now Lotfi Zadeh, Creator of Fuzzy Logic (1921- )" Azerbaijan International (7.4) (Winter 1999)
  35. 35.0 35.1 35.2 35.3 35.4 McNeil & Freiberger, p.19
  36. Blair, Betty. "Short Biographical Sketch". Azerbaijan International, Vol. 2:4 (Winter 1994), p. 49.
  37. Blair, Betty. "Interview with Lotfi Zadeh, Creator of Fuzzy Logic". Azerbaijan International, Vol. 2:4 (Winter 1994), pp. 46 ff.
  38. Metz, Cade (September 11, 2017) "Lotfi Zadeh: Father of Mathematical Fuzzy Logic, Dies at 96" The New York Times
  39. Brewer, Jared and Shakeel, Azwar (September 17, 2017) "UC Berkeley professor, creator of ‘fuzzy logic’ Lotfi Zadeh dies at 96" დაარქივებული 2017-09-20 საიტზე Wayback Machine. The Daily Californian
  40. Staff (August 12, 2017) "Tehran University withdraws report on death of researcher" Press-TV
  41. Lotfi A. Zadeh profile page on Google Scholar (accessed September 7, 2017).