ლიუდმილა გურჩენკო
ლიუდმილა გურჩენკო | |
---|---|
ლიუდმილა გურჩენკო | |
დაბადების თარიღი |
12 ნოემბერი 1935 ხარკივი, უკრაინა |
გარდაცვალების თარიღი |
30 მარტი 2011 მოსკოვი, რუსეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1956–2010 |
მშობლები |
მამა: მარკ გურჩენკო დედა: ელენა სიმონოვა |
ლიუდმილა მარკის ასული გურჩენკო (რუს. Гурченко, Людмила Марковна; დ. 12 ნოემბერი, 1935, ხარკივი — გ. 30 მარტი, 2011, მოსკოვი) — რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი. ესტრადის მომღერალი. სსრკ სახალხო არტისტი (1983). რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2004).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიუდმილა მარკის ასული გურჩენკო დაიბადა 1935 წლის 12 ნოემბერს ქალაქ ხარკივში მარკ გურჩენკოსა (1898-1973) და ელენა სიმონოვა-გურჩენკოს ოჯახში (1917-1999). სკოლის დამთავრების შემდეგ იგი მოსკოვს გაემგზავრა და ჩააბარა ს. გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიულ უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1958 წელს.
გურჩენკოს კინოდებიუტი შედგა ფილმში „სიმართლის გზა“ (1956). ამავე წელს გამოდის ელდარ რიაზანოვის „კარნავალის ღამე“, სადაც მთავარი როლები შეასრულეს იგორ ილინსკიმ და ლიუდმილა გურჩენკომ. ფილმმა დიდი წარმატება მოიპოვა.
მოგვიანებით გამოდის ფილმი „გოგონა გიტარასთან ერთად“. შემდეგ წლებში გამოვლინდა გურჩენკოს სამსახიობო ნიჭი. მის კარიერაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა მას შემდეგ, რაც გამოვიდა ვიქტორ ტრეგუბოვიჩის კინო „ძველი კედლები“, სადაც შეასრულა ანა გიორგის ასულის როლი. მნიშვნელოვანია გურჩენკოს კინოროლები ლეონიდ კვინიხიძის ფილმში „ჭილის ქუდი“ და აგრეთვე ელდარ რიაზანოვის ცნობილ ფილმში „ვაგზალი ორისთვის“, სადაც მისი პარტნიორი ოლეგ ბასილაშვილი იყო.
სხვადასხვა დროს გურჩენკო 5-ჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე იყო სცენარისტი და ისტორიკოსი ბორის ანდრონიკაშვილი. მეორეჯერ იქორწინა მსახიობ ალექსანდრე ფადეევზე. აგრეთვე ქორწინებაში იმყოფებოდა იოსებ კობზონთან, კონსტანტინე კუპერვეისთან, სერგეი სენინთან.
2011 წლის 14 თებერვალს გურჩენკომ საკუთარ სახლთან თეძო მოიტეხა. მეორე დღეს მას ქირურგიული ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. რამდენიმე დღეში იგი გამოწერეს. თუმცა 30 მარტს მისი ჯანმრთელობა გაუარესდა, რაც გამოწვეული იყო წინა დღეებში გაკეთებული ოპერაციით. იგი 2011 წლის 30 მარტს გულის შეტევით გარდაიცვალა.
გურჩენკო თავისი ხანგრძლივი კინოკარიერის განმავლობაში გადაღებულია მრავალ ფილმში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლიუდმილა გურჩენკო კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ოფიციალური საიტი (რუსული)
- ლიუდმილა გურჩენკო ერთ-ერთ გადაცემაში (რუსული)
- ინტერვიუ ლიუდმილა გურჩენკოსთან ერთად (რუსული)
- ინტერვიუ ლიუდმილა გურჩენკოსთან ერთად დაარქივებული 2011-04-04 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ინტერვიუ ლიუდმილა გურჩენკოსთან ერთად (რუსული)
- ინტერვიუ ლიუდმილა გურჩენკოს შესახებ (რუსული)
- დაბადებული 12 ნოემბერი
- დაბადებული 1935
- გარდაცვლილი 30 მარტი
- გარდაცვლილი 2011
- XX საუკუნის რუსი ქალი მსახიობები
- XXI საუკუნის რუსი ქალი მსახიობები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- რსფსრ-ის სახალხო არტისტები
- რსფსრ-ის დამსახურებული არტისტები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- IV ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- III ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- II ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე დაკრძალულები