ლიეტუვური წითელი ჯიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლიტვური წითელი ჯიში)

მსხვილი რქოსანი საქონლის ლიეტუვური წითელი ჯიში — მერძეული მიმართულების ჯიში. გამოყვანილია XIX საუკუნის ბოლოს–XX საუკუნის დასაწყისში ლიტვის სსრ-ის ტერიტორიაზე. მიიღეს ადგილობრივი ჯიშის გადარჩევით, შერჩევითა და მიმართული გამოზრდით და მისი შეჯვარებით კულტურულ ჯიშებთან — აირშირულ, ანგელნურ, ჰოლანდიურ, დანიური წითელ, შვეიცარიულ და შორტჰორნულთან. ჯიშის ცხოველთა უმრავლესობას ახასიათებს სხეულის გამოხატული მერძეული ტიპის აგებულება. ფერად წითელია. კუროს მასაა დაახლოებით 750 კგ, ფურისა 500 კგ. წლიური მონაწველი 3500 კგ რძეა, უდიდესი 7000–9000 კგ. რძის ცხიმიანობა — 3,7–3,9%. ყოფილ სსრკ-ში ჯიში მოშენებული იყო ლიტვის სსრ-ის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Петрайтис И. П., Некоторые особенности литовского скота, «Уч. тр. Литовской сельскохозяйственной академии», 1956, т. 2;
  • Petraitis J., Lietuvos ž alieji galoijai, t. 1—2, Vilnius, 1963—66.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]