ლიტვური შავ-ჭრელი ჯიში
იერსახე
მსხვილი რქოსანი საქონლის ლიტვური შავ-ჭრელი ჯიში — მერძეული და სახორცე-მერძეული მიმართულების ჯიში. გამოყვანილია XX საუკუნის დასაწყისში, ადგილობრივი და ოსტფრიზული, შვედური შავ-ჭრელი, ჰოლანდიური და სხვა ჯიშების შეჯვარების გზით. კურო იწონის 850–1000 კგ-ს, ფური — 500–550 კგ-ს. იწველის 3500–4000 კგ რძეს, უდიდესია 12 550 კგ. რძის საშუალო ცხომიანობაა 3,6–3,8%. მოზარდეული გამოირჩევა გასუქების კარგი მაჩვენებლებით: 15 თვის ასაკში კურო 450 კგ-ს და მეტს იწონის. ნაკლავის გამოსავალია 58–60%. ყოფილ სსრკ-ში მოშენებული იყო ლიტვის სსრ-ში. სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში გამოიყენებოდა ადგილობრივი საქონლის ჯიშების გაუმჯობესების მიზნით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Черно-пестрый скот и методы его улучшения, под ред. М. М. Лебедева, Л., 1971.